კახა კალაძე - შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები უნდა დაიწყოს ახალი ფურცლიდან, სადაც ორივე ქვეყნის ინტერესები იქნება დაცული და გათვალისწინებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
48 07 მაისი 2026, 14:00

ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან შევძლებთ ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყებას, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა. 

მისი განმარტებით, ყველა განცხადება, რომელიც აშშ-ის წინა ადმინისტრაციის პირობებში კეთდებოდა, შეიცავდა სიცრუეს და ცილისწამებას. 

„ჩვენ არაერთი განცხადება გავაკეთეთ, რომ საქართველო მზადაა, ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან. კატეგორიულად მიუღებელი იყო ბაიდენის ადმინისტრაციის დამოკიდებულება, განცხადებები, მუქარები, რომელთაც ვისმენდით. ყველა განცხადება, რა თქმა უნდა, შეიცავდა სიცრუეს, დაფუძნებული იყო ტყუილზე, იყო მხოლოდ ცილისწამება. პრეზიდენტმა ტრამპმა როდესაც არჩევნებში გაიმარჯვა, მაშინვე ვთქვით, რომ ურთიერთობები უნდა დაიწყოს ახალი ფურცლიდან და რაც მთავარია, ეს უნდა იყოს მეგობრული, პარტნიორიული, სადაც ორივე ქვეყნის ინტერესები იქნება დაცული და გათვალისწინებული. დღესაც ამ პოზიციაზე ვართ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყებას“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

თბილისის მერი ასევე გამოეხმაურა თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ აშშ-ის ახალ კონტრტერორისტულ სტრატეგიას და განმარტა, რომ მსოფლიო სერიოზული გამოწვევების წინაშეა, რის ფონზეც პრიორიტეტი ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაა.

„ვაკვირდებით რა პროცესები მიმდინარეობს ახლო აღმოსავლეთში, თვალს ვადევნებთ რუსეთ-უკრაინის ომს. მსოფლიოში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლების საფიქრალი ქვეყანაში მშვიდობისა და ეკონომიკური განვითარების შენარჩუნებაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი მონტენეგროს პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა
საგანმანათლებლო პროექტი „ვარ ჩემი სკოლის საარჩევნო ამბასადორი“ წარმატებით დასრულდა
დავით ქართველიშვილი: გახარიას პარტიის მცდელობა, „ინფლაციასთან მებრძოლების“ როლი მოირგონ, უფრო პოლიტიკურ სტენდაპს ჰგავს, ძალიან ცუდი მეხსიერების მქონე მსახიობებით
პროკურორი გიორგი უძილაურზე: საქმეში მოპოვებულია პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ჯაშუშობის ფაქტს
გურამ მაჭარაშვილი: 4 ოქტომბერს არა მხოლოდ არ შედგა ე.წ. რევოლუციების და დამხობების სცენარი, არამედ იდეა გადატყდა თავიდან ბოლომდე, რომ საქართველოში არ შედგება ეს დამხობები და რევოლუციები იმიტომ, რომ ასეთია ნება ქართველი ხალხისა
არქივი