გურამ მაჭარაშვილი: 4 ოქტომბერს არა მხოლოდ არ შედგა ე.წ. რევოლუციების და დამხობების სცენარი, არამედ იდეა გადატყდა თავიდან ბოლომდე, რომ საქართველოში არ შედგება ეს დამხობები და რევოლუციები იმიტომ, რომ ასეთია ნება ქართველი ხალხისა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 07 მაისი 2026, 14:52

4 ოქტომბერს არა მხოლოდ არ შედგა ე.წ. რევოლუციებისა და დამხობების სცენარი, არამედ იდეა გადატყდა თავიდან ბოლომდე, რომ საქართველოში არ შედგება ეს დამხობები და რევოლუციები იმიტომ, რომ ასეთია ნება ქართველი ხალხისა, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, დამხობის მცდელობის ორგანიზატორებმა პასუხი უნდა აგონ კანონის წინაშე.

„აქ გადატყდა დამხობების იდეა, მაგრამ იმ ადამიანებმა, ვინც ამის ორგანიზება გააკეთეს, ვინც მონაწილეობა მიიღეს, ბუნებრივია, რომ პასუხი უნდა აგონ კანონმდებლობის წინაშე, სხვა შემთხვევაში შეიძლება იყოს მცდელობები“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების: პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ ოთხი პირის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი გაიმართება. ბრალდებულები საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალი პატრიარქის არჩევა იგეგმება, 11 მაისს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიმართება
დავით ქართველიშვილი: გახარიას დროს, გაძვირდა ყველაფერი - პროდუქტები, საწვავი, კომუნალური მომსახურება, იმპორტი და დღეს ინფლაციაზე ისეთი ტრაგიკული ტონით გვესაუბრება, თითქოს ეს ყველაფერი მარსიდან ჩამოვარდნილი სტიქიური უბედურება იყოს
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ყაჩაღობის ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
შალვა პაპუაშვილი მონტენეგროს პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა
საგანმანათლებლო პროექტი „ვარ ჩემი სკოლის საარჩევნო ამბასადორი“ წარმატებით დასრულდა
არქივი