პროკურორი გიორგი უძილაურზე: საქმეში მოპოვებულია პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ჯაშუშობის ფაქტს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
64 07 მაისი 2026, 14:53

საქმეში მოპოვებულია პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ჯაშუშობის ფაქტს, - განუცხადა ჟურნალისტებს პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა გიორგი უძილაურთან დაკავშირებით.

პროკურორის თქმით, მტკიცებულებების კონკრეტიკის გაჟღერება გამოძიების ინტერესებს დააზიანებს.

„ბრალდებული უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით საქართველოში აგროვებდა სხვადასხვა სახის ინფორმაციას, მათ შორის ინფორმაციას სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობის შესახებ, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარემოებებთან დაკავშირებით. ასევე, ეთნიკური უმცირესობების შესახებ.

საქმეზე მოპოვებულია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ადასტურებენ აღნიშნულ ფაქტს, ხოლო რა სახის მტკიცებულებებია, მტკიცებულებების კონკრეტიკის გაჟღერებაც, მეთოდიკა გამოძიების, რა თქმა უნდა, აღნიშნულიც დააზიანებს გამოძიების ინტერესებს.

ვადასტურებთ, რომ საქმეში მოპოვებულია პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ჯაშუშობის ფაქტს“, - აღნიშნა პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა.

სასამართლომ ჯაშუშობისთვის დაკავებულ გიორგი უძილაურს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალი პატრიარქის არჩევა იგეგმება, 11 მაისს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიმართება
დავით ქართველიშვილი: გახარიას დროს, გაძვირდა ყველაფერი - პროდუქტები, საწვავი, კომუნალური მომსახურება, იმპორტი და დღეს ინფლაციაზე ისეთი ტრაგიკული ტონით გვესაუბრება, თითქოს ეს ყველაფერი მარსიდან ჩამოვარდნილი სტიქიური უბედურება იყოს
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ყაჩაღობის ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
შალვა პაპუაშვილი მონტენეგროს პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა
საგანმანათლებლო პროექტი „ვარ ჩემი სკოლის საარჩევნო ამბასადორი“ წარმატებით დასრულდა
არქივი