შალვა პაპუაშვილი მონტენეგროს პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
48 07 მაისი 2026, 15:00

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მონტენეგროს პარლამენტის პრეზიდენტს, ანდრია მანდიჩს შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა კოლეგას მადლობა გადაუხადა ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის (PAM) წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტზე მოწვევისთვის.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და მონტენეგროს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე. აღინიშნა, რომ საპარლამენტო კავშირები წარმატებით ვითარდება და ხორციელდება საპარლამენტო გაცვლები.

შალვა პაპუაშვილმა მიულოცა მონტენეგროს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პროგრესის მიღწევა, რაც გაწევრიანების შეთანხმებაზე მუშაობის დაწყებას გულისხმობს.

ანდრია მანდიჩმა აღნიშნულ პროცესზე ისაუბრა და გამოხატა საქართველოსთვის მონტენეგროს გამოცდილების გაზიარების მზაობა.

საუბარი, ასევე, შეეხო ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეასა და შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეას შორის თანამშრომლობას, რომლის თავმჯდომარე ქვეყანა, ამჟამად, საქართველოა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალი პატრიარქის არჩევა იგეგმება, 11 მაისს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიმართება
დავით ქართველიშვილი: გახარიას დროს, გაძვირდა ყველაფერი - პროდუქტები, საწვავი, კომუნალური მომსახურება, იმპორტი და დღეს ინფლაციაზე ისეთი ტრაგიკული ტონით გვესაუბრება, თითქოს ეს ყველაფერი მარსიდან ჩამოვარდნილი სტიქიური უბედურება იყოს
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ყაჩაღობის ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
საგანმანათლებლო პროექტი „ვარ ჩემი სკოლის საარჩევნო ამბასადორი“ წარმატებით დასრულდა
დავით ქართველიშვილი: გახარიას პარტიის მცდელობა, „ინფლაციასთან მებრძოლების“ როლი მოირგონ, უფრო პოლიტიკურ სტენდაპს ჰგავს, ძალიან ცუდი მეხსიერების მქონე მსახიობებით
არქივი