მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალი პატრიარქის არჩევა იგეგმება, 11 მაისს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიმართება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
44 07 მაისი 2026, 15:41

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება 11 მაისს, 13:00 საათზე თბილისში, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში შედგება, - აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, კრებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო-ტექნიკური დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

გაფართოებულ კრებაზე გამოვლენილი სამი საპატრიარქო კანდიდატიდან მღვდელმთავრები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 142-ე პატრიარქს აირჩევენ.

სინოდმა პატრიარქობის სამი კანდიდატი 28 აპრილს გამოარჩია. კანდიდატები არიან: ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი მეუფე იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრიფინგი გაიმართება
პაატა მანჯგალაძე - ბატონო მოსამართლევ, საჭიროა, თქვენს თავში იპოვოთ ძალა, საქმეზე მიიღოთ სამართლიანი გადაწყვეტილება და არ დამსაჯოთ აქციაზე ჩემს ხალხთან ყოფნისა და სამშობლოს სიყვარულის გამო
მაკა ბოჭორიშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის ახლადდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
დავით ქართველიშვილი: გახარიას დროს, გაძვირდა ყველაფერი - პროდუქტები, საწვავი, კომუნალური მომსახურება, იმპორტი და დღეს ინფლაციაზე ისეთი ტრაგიკული ტონით გვესაუბრება, თითქოს ეს ყველაფერი მარსიდან ჩამოვარდნილი სტიქიური უბედურება იყოს
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ყაჩაღობის ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
არქივი