46
07 მაისი 2026, 17:59
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ვატიკანში რომის პაპს, ლეო მე-XIV-ს შეხვდა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
სახდეპის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუბიომ რომის პაპთან ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება და დასავლეთ ნახევარსფეროში მიმდინარე მოვლენები განიხილა.
„შეხვედრამ ხაზი გაუსვა შეერთებულ შტატებსა და წმინდა საყდარს შორის არსებულ ძლიერი ურთიერთობებს და აგრეთვე საერთო ძალისხმევას, რომელიც მიმართულია მშვიდობისა და ადამიანური ღირსების ხელშეწყობისკენ“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ რუბიო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირველი წარმომადგენელია, რომელიც პონტიფიკოსს ამერიკული მხარის კრიტიკის შემდეგ შეხვდა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |