დავით ქართველიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: დაკავებამდე 2 დღით ადრე მოიგონეს, თითქოს თავად მიაგნეს მოძალადე სპეცრაზმელს. ცხადია ეს იყო წინასწარ გათვლილი ტყუილი იმისათვის, რომ დამნაშავის დაკავება საკუთარ თავზე გაეფორმებინა პროპაგანდას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
72 07 მაისი 2026, 19:30

მამუკა მდინარაძემ, 23 აპრილს, პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ახალი პოზიციიდან დაინტერესდება და კიდევ უფრო ჩაუღრმავდება აქციაზე მომხდარი ცალკეული ძალადობრივი ქმედებების გამოუძიებლობას... ფაქტობრივად ეს იყო პირობა მისი მხრიდან, რომ დაისჯებოდნენ ის ძალოვნები, რომლებმაც ცალკეულ შემთხვევებში იძალადეს, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი საქართველოს პროკურატურის მიერ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ლევან ხაბეიშვილის, ზვიად მაისაშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით.

ქართველიშვილის განცხადებით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” როდესაც დაინახა, რომ საქმე თითქმის ბოლომდე იყო მისული, 2 დღით ადრე მოიგონეს, რომ თითქოს თავად მიაგნეს მოძალადე სპეცრაზმელს.

მისივე თქმით, ეს ყოველივე „წინასწარ გათვლილი ტყუილია“, რათა დამნაშავის დაკავება თავიანთ მიღწევად გაეფორმებინათ.

„მამუკა მდინარაძემ, 23 აპრილს, პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ახალი პოზიციიდან დაინტერესდება და კიდევ უფრო ჩაუღრმავდება აქციაზე მომხდარი ცალკეული ძალადობრივი ქმედებების გამოუძიებლობას... ფაქტობრივად ეს იყო პირობა მისი მხრიდან, რომ დაისჯებოდნენ ის ძალოვნები, რომლებმაც ცალკეულ შემთხვევებში იძალადეს.

რას აკეთებს ამ დროს ნაცმოძრაობის პროპაგანდა? როგორც კი გაიგეს, რომ საქმე ბოლოში იყო გასული - დაკავებამდე 2 დღით ადრე მოიგონეს, თითქოს თავად მიაგნეს მოძალადე სპეცრაზმელს. ცხადია ეს იყო წინასწარ გათვლილი ტყუილი იმისათვის, რომ დამნაშავის დაკავება საკუთარ თავზე გაეფორმებინა პროპაგანდას“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს პარლამენტი ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად მიმართავს
შალვა პაპუაშვილი: ოქტომბრის ძალადობაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ბრიუსელს აქვს, ევროკავშირის ელჩისგან ვითხოვთ პასუხს, აპირებს თუ არა, საქართველოს პრეზიდენტს ბოდიში მოუხადოს
ლიზა გეგეჭკორი: მამუკა მდინარაძემ საზოგადოებას მისცა პირობა, რომ პირადად ჩაუღრმავდებოდა აქციებზე მომხდარი ძალადობრივი ქმედებების გამოუძიებლობის საკითხს. ფაქტობრივად, ეს იყო გარანტია
შალვა პაპუაშვილი: ყველას ხელი მოემართოს იმ საქმეში, რაც საკუთარი ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, მაგრამ როგორც ჩვენ არ ვერევით ესტონეთის საქმეში, კეთილი ინებონ და ნუ ჩაერევიან საქართველოს შიდა საქმეებში
პაპუაშვილი: უკრაინის ხელისუფლებამ სიტუაცია მიიყვანა იმ დონემდე, რომ ზელენსკის მოუწია მისივე დასანქცირებულ ადამიანთან მისვლა. ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი გაკვეთილი ყველასთვის ვინც დღეს ცდილობს სანქციებით დააშანტაჟოს საქართველო
არქივი