დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ინტრონიზაციის თარიღი არჩეულმა პატრიარქმა უნდა განსაზღვროს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
62 07 მაისი 2026, 20:02

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის თქმით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, პირდაპირ ეთერში არ გადაიცემა - მოგვიანებით საზოგადოებისთვის ჩანაწერი გავრცელდება.

რაც შეეხება ინტრონიზაციის თარიღს, ჯაღმაიძის თქმით, მისი განსაზღვრა უკვე არჩეულ პატრიარქს დაევალება.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების დეტალებზე საუბრისას ჯაღმაიძემ თქვა, რომ კრებაზე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა ექნებათ სამი საპატრიარქო კანდიდატის ეპარქიების წარმომადგენლებს, ასევე თითოეული ეპარქიის დელეგატებს.

„იმსჯელეს დელეგატებზე და შეთანხმდნენ, რომ სამი საპატრიარქო კანდიდატის ეპარქიის წარმომადგენლები და თითოეული ეპარქიის წარმომადგენელს ექნება საშუალება სიტყვით გამოვიდეს. მათი უფლება არ იზღუდება, მაგრამ მღვდელმთავრები თანხმდებიან, რომ ასე სჯობს , რადგან ძალიან ბევრი წარმომდგენელია და თავისუფალი არჩევის შემთხვევაში შეიძლება გაგრძელდეს სხდომა.

კენჭისყრა სამ კანდიდატს შორის ხდება. თუ რომელიმე კანდიდატი 50%-ზე მეტს დააგროვებს, ამ შემთხვევაში 20 ხმას მიიღებს, მეორე ტური არ გაიმართება. თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს 20 ხმას, მაშინ უპირატესი რჩება და მათ შორის იქნება კენჭისყრა და 39 ეპისკოპოსი ამ ორს შორის ამოირჩევს.

პირდაპირ ეთერში არ იქნება, ჩანაწერი იქნება, რომელიც მოგვიანებით გავრცელდება. ინტრონიზაციის თარიღი უნდა განისაზღვროს უკვე არჩევნების შემდეგ, რადგან ეს უნდა განსაზღვროს უკვე არჩეულმა პატრიარქმა“, - აცხადებს ჯაღმაიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: ოქტომბრის ძალადობაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ბრიუსელს აქვს, ევროკავშირის ელჩისგან ვითხოვთ პასუხს, აპირებს თუ არა, საქართველოს პრეზიდენტს ბოდიში მოუხადოს
ლიზა გეგეჭკორი: მამუკა მდინარაძემ საზოგადოებას მისცა პირობა, რომ პირადად ჩაუღრმავდებოდა აქციებზე მომხდარი ძალადობრივი ქმედებების გამოუძიებლობის საკითხს. ფაქტობრივად, ეს იყო გარანტია
შალვა პაპუაშვილი: ყველას ხელი მოემართოს იმ საქმეში, რაც საკუთარი ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, მაგრამ როგორც ჩვენ არ ვერევით ესტონეთის საქმეში, კეთილი ინებონ და ნუ ჩაერევიან საქართველოს შიდა საქმეებში
პაპუაშვილი: უკრაინის ხელისუფლებამ სიტუაცია მიიყვანა იმ დონემდე, რომ ზელენსკის მოუწია მისივე დასანქცირებულ ადამიანთან მისვლა. ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი გაკვეთილი ყველასთვის ვინც დღეს ცდილობს სანქციებით დააშანტაჟოს საქართველო
ეკა კუპატაძე: ახლავე წაიყვანონ, ექსპერტიზა ჩაუტარონ ნია იმნაძეს, არ შევარჩენ არავის. ვერ დამემალებიან მაშინ, როდესაც მე ზურგს მიმაგრებს სახელმწიფო
არქივი