ეკა კუპატაძე: ახლავე წაიყვანონ, ექსპერტიზა ჩაუტარონ ნია იმნაძეს, არ შევარჩენ არავის. ვერ დამემალებიან მაშინ, როდესაც მე ზურგს მიმაგრებს სახელმწიფო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
47 07 მაისი 2026, 20:51

გიგა ავალიანის საქმეზე მოწმე ნია იმნაძე სასამართლოში იძულების წესით მიიყვანეს, თუმცა დაკითხვამდე განაცხადა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობს და სხდომა დატოვა.

სახელმწიფო ბრალდება ამბობს, რომ იმნაძე პირდაპირ უკავშირდება გიგა ავალიანზე თავდასხმის მოტივს. როგორც ბრალდების მხარე აცხადებს, იმნაძესთან კრიტიკული კითხვები ჰქონდათ მომზადებული თუმცა მას შემდეგ რაც მოწმეს მოსამართლემ სახელი, გვარი და მისამართი ჰკითხა, მან განაცხადა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობს.

ადვოკატებმა იმნაძის ჩვენება უდავოდ ცნეს, რაც იმას ნიშნავს, რომ იმნაძის დაკითხვა დღის წესრიგიდან მოიხსნა.

გიგა ავალიანის დედა დარწმუნებულია, რომ ნია იმნაძემ შეუძლოდ ყოფნა „გაითამაშა“.

„მას შემდეგ, როგორც გითხარით, რაც უკვე მოხდა იდენტიფიცირება მოწმისა, მოწმემ გასცა პირველ ორ კითხვას პასუხი, მოითხოვა ექიმი, შემოვიდა ექიმი და აი, ამ პერიოდში ვიდრე ექიმი შემოვიდოდა ადვოკატებმა უდავოდ გაუხადეს ჩვენებები ნია იმნაძეს. სად იყვნენ მანამდე, ხომ იცოდნენ რომ არასრულწლოვანი მოდიოდა იძულების წესით.

ახლავე წაიყვანონ, ექსპერტიზა ჩაუტარონ ნია იმნაძეს, არ შევარჩენ არავის. ვერ დამემალებიან მაშინ, როდესაც მე ზურგს მიმაგრებს სახელმწიფო. დიახ, დღეს ქალბატონი ქეთი სონიძე იყო პრინციპული“, - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატიკანის ინფორმაციით, პაპმა ლეო XIV-მ და მარკო რუბიომ „გაცვალეს შეხედულებები“ მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე და ისაუბრეს „მშვიდობისთვის დაუღალავი მუშაობის აუცილებლობაზე“
საქართველოს პარლამენტი ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად მიმართავს
შალვა პაპუაშვილი: ოქტომბრის ძალადობაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ბრიუსელს აქვს, ევროკავშირის ელჩისგან ვითხოვთ პასუხს, აპირებს თუ არა, საქართველოს პრეზიდენტს ბოდიში მოუხადოს
ლიზა გეგეჭკორი: მამუკა მდინარაძემ საზოგადოებას მისცა პირობა, რომ პირადად ჩაუღრმავდებოდა აქციებზე მომხდარი ძალადობრივი ქმედებების გამოუძიებლობის საკითხს. ფაქტობრივად, ეს იყო გარანტია
შალვა პაპუაშვილი: ყველას ხელი მოემართოს იმ საქმეში, რაც საკუთარი ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, მაგრამ როგორც ჩვენ არ ვერევით ესტონეთის საქმეში, კეთილი ინებონ და ნუ ჩაერევიან საქართველოს შიდა საქმეებში
არქივი