პაპუაშვილი: უკრაინის ხელისუფლებამ სიტუაცია მიიყვანა იმ დონემდე, რომ ზელენსკის მოუწია მისივე დასანქცირებულ ადამიანთან მისვლა. ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი გაკვეთილი ყველასთვის ვინც დღეს ცდილობს სანქციებით დააშანტაჟოს საქართველო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
73 07 მაისი 2026, 21:30

უკრაინის ხელისუფლებამ სიტუაცია მიიყვანა იმ დონემდე, რომ ზელენსკის მოუწია მისივე დასანქცირებულ ადამიანთან მისვლა და სათქმელის მიტანა. ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი გაკვეთილი ყველასთვის ვინც დღეს ცდილობს სანქციებით დააშანტაჟოს საქართველო, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, შეხვედრის ინიციატორი უკრაინის მხარე იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, რომ საქმე გვქონდეს „გადააზრების პროცესთან“.

„ეს ურთიერთობა ჩვენ არ გაგვიფუჭებია. ფაქტია, რომ უკრაინის ხელისუფლება იყო, რომელმაც წინ დაუხედავი გადაწყვეტილებებით სიტუაცია მიიყვანა იმ დონემდე, რომ პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია მისივე მიერ დასანქცირებულ ადამიანთან მისვლა და სათქმელის მიტანა. ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი გაკვეთილი ყველასთვის ვინც დღეს ცდილობს სანქციებით დააშანტაჟოს საქართველო. კარგი გადაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის, რომ უსამართლო გადაწყვეტილებები და მოქმედებები აზიანებთ მათ, ვერ დააზიანებს ქართველ ხალხს და საბოლოო ჯამში ყველას მოუწევს რეალობისთვის თავლის გასწორება.

რაც შეეხება უკრაინის ხელისუფლებას, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს არის გადააზრების პროცესი. ვნახოთ, ეს შეხვედრა არ ყოფილა ჩვენი ინიციატივა, თავად უკრაინის პრეზიდენტმა გამოიჩინა ინიციატივა და გადააბიჯა იმ მოცემულობასაც, რომ მის მიერვე დასანქცირებულ ადამიანთან მოუწია მისვლა. ალბათ სურთ რამე გადააზრებული პოზიციის წარმოდგენა. საქართველო მზად არის მოისმინოს ეს ყველაფერი და აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა ვიმოქმედებთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატიკანის ინფორმაციით, პაპმა ლეო XIV-მ და მარკო რუბიომ „გაცვალეს შეხედულებები“ მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე და ისაუბრეს „მშვიდობისთვის დაუღალავი მუშაობის აუცილებლობაზე“
საქართველოს პარლამენტი ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად მიმართავს
შალვა პაპუაშვილი: ოქტომბრის ძალადობაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ბრიუსელს აქვს, ევროკავშირის ელჩისგან ვითხოვთ პასუხს, აპირებს თუ არა, საქართველოს პრეზიდენტს ბოდიში მოუხადოს
ლიზა გეგეჭკორი: მამუკა მდინარაძემ საზოგადოებას მისცა პირობა, რომ პირადად ჩაუღრმავდებოდა აქციებზე მომხდარი ძალადობრივი ქმედებების გამოუძიებლობის საკითხს. ფაქტობრივად, ეს იყო გარანტია
შალვა პაპუაშვილი: ყველას ხელი მოემართოს იმ საქმეში, რაც საკუთარი ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, მაგრამ როგორც ჩვენ არ ვერევით ესტონეთის საქმეში, კეთილი ინებონ და ნუ ჩაერევიან საქართველოს შიდა საქმეებში
არქივი