შალვა პაპუაშვილი: ყველას ხელი მოემართოს იმ საქმეში, რაც საკუთარი ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, მაგრამ როგორც ჩვენ არ ვერევით ესტონეთის საქმეში, კეთილი ინებონ და ნუ ჩაერევიან საქართველოს შიდა საქმეებში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
58 07 მაისი 2026, 21:33

ყველას ხელი მოემართოს იმ საქმეში, რაც საკუთარი ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, მაგრამ როგორც ჩვენ არ ვერევით ესტონეთის საქმეში და იმაში, რა კანონს იღებენ, კეთილი ინებონ და ნუ ჩაერევიან საქართველოს შიდა საქმეებში, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მონტენეგროში ქართველ ჟურნალისტებს.

ჟურნალისტმა ჰკითხა, რას ნიშნავს ესტონეთის გადაწყვეტილება, რომ ესტონეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც მესამე ქვეყნების მოქალაქეებს ესტონური პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას უკრძალავს.

„ის დროა ალბათ ესტონეთში დავიწყოთ ვინმეს დაფინანსება. სერიოზულად ამ ხალხთან საუბარი არ შეიძლება. საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებსაც საბჭოთა მენტალიტეტი აქვთ. როგორც საბჭოთა კავშირი მსოფლიოში რევოლუციის მოწყობის გეგმებს აწყობდა, სხვა ხალხებზე საუბრობდა, ასე იქცევიან. როგორც ჩანს, ეს მიდგომები არის ესტონეთის მოქმედი ხელისუფლების ერთადერთი რამ, რაც საბჭოთა კავშირიდან წამოიღეს. ყველას ხელი მოემართოს იმ საქმეში, რაც საკუთარი ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, მაგრამ როგორც ჩვენ არ ვერევით ესტონეთის საქმეში და იმაში, რა კანონს იღებენ, კეთილი ინებონ და ნუ ჩაერევიან საქართველოს შიდა საქმეებში. ჩვენ ჩვენი ადამიანური რესურსიც გვყოფნის, ჭკუაც, გამოცდილებაც, რომ ჩვენი კანონები მივიღოთ და არანაირად არ გვჭირდება ზოგიერთი თავქარიანი უცხოელი პოლიტიკოსის ჩარევა და რეკომენდაციები ჩვენს კანონმდებლობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატიკანის ინფორმაციით, პაპმა ლეო XIV-მ და მარკო რუბიომ „გაცვალეს შეხედულებები“ მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე და ისაუბრეს „მშვიდობისთვის დაუღალავი მუშაობის აუცილებლობაზე“
საქართველოს პარლამენტი ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად მიმართავს
შალვა პაპუაშვილი: ოქტომბრის ძალადობაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ბრიუსელს აქვს, ევროკავშირის ელჩისგან ვითხოვთ პასუხს, აპირებს თუ არა, საქართველოს პრეზიდენტს ბოდიში მოუხადოს
ლიზა გეგეჭკორი: მამუკა მდინარაძემ საზოგადოებას მისცა პირობა, რომ პირადად ჩაუღრმავდებოდა აქციებზე მომხდარი ძალადობრივი ქმედებების გამოუძიებლობის საკითხს. ფაქტობრივად, ეს იყო გარანტია
პაპუაშვილი: უკრაინის ხელისუფლებამ სიტუაცია მიიყვანა იმ დონემდე, რომ ზელენსკის მოუწია მისივე დასანქცირებულ ადამიანთან მისვლა. ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი გაკვეთილი ყველასთვის ვინც დღეს ცდილობს სანქციებით დააშანტაჟოს საქართველო
არქივი