ვატიკანის ინფორმაციით, პაპმა ლეო XIV-მ და მარკო რუბიომ „გაცვალეს შეხედულებები“ მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე და ისაუბრეს „მშვიდობისთვის დაუღალავი მუშაობის აუცილებლობაზე“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
73 07 მაისი 2026, 21:44

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო რომის პაპს, ლეო XIV-ს შეხვდა.

ვატიკანის განცხადებით, შეხვედრისას რომის პაპი და მარკო რუბიო შეთანხმდნენ, რომ ხელი შეუწყონ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას.

ეს იყო ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირველი შეხვედრა რომის პაპსა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელს შორის.

ვატიკანის განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ „გაცვალეს შეხედულებები“ მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე და ისაუბრეს „მშვიდობისთვის დაუღალავი მუშაობის აუცილებლობაზე“.

რუბიო ვატიკანში დაახლოებით ორსაათ-ნახევრის განმავლობაში იმყოფებოდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა შეხვედრები გამართა მაღალი რანგის სასულიერო პირებთან, მათ შორის ვატიკანის სახელმწიფო მდივანთან, კარდინალ პიეტრო პაროლინისთან.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რომის პაპთან შეხვედრისას ხაზი გაუსვეს საერთო ერთგულებას მშვიდობისა და ადამიანური ღირსების ხელშეწყობის მიმართ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ კარგად იცის ჩვენი პოზიცია, რა არის გასაკეთებელი აშშ-ის მხრიდან, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს და თვისებრივად ახალი შინაარსი შეიძინოს
შალვა პაპუაშვილი - 4 ოქტომბრის საქმეზე დღევანდელი განაჩენი არის ტესტი პაველ ჰერჩინსკის ევროპულობაზე, ვნახოთ, ჩააბარებს თუ არა
საქართველოს პარლამენტი ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად მიმართავს
შალვა პაპუაშვილი: ოქტომბრის ძალადობაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ბრიუსელს აქვს, ევროკავშირის ელჩისგან ვითხოვთ პასუხს, აპირებს თუ არა, საქართველოს პრეზიდენტს ბოდიში მოუხადოს
ლიზა გეგეჭკორი: მამუკა მდინარაძემ საზოგადოებას მისცა პირობა, რომ პირადად ჩაუღრმავდებოდა აქციებზე მომხდარი ძალადობრივი ქმედებების გამოუძიებლობის საკითხს. ფაქტობრივად, ეს იყო გარანტია
არქივი