შალვა პაპუაშვილი - 4 ოქტომბრის საქმეზე დღევანდელი განაჩენი არის ტესტი პაველ ჰერჩინსკის ევროპულობაზე, ვნახოთ, ჩააბარებს თუ არა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
51 07 მაისი 2026, 23:51

სასამართლოს განაჩენთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩის კომენტარს ველოდებით, იქნებ ახლა მაინც დაგმოს ძალადობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 4 ოქტომბრის საქმეზე დღევანდელი განაჩენი ევროკავშირისთვის ერთგვარი ტესტია.

„დღევანდელი განაჩენი ტესტია ევროკავშირისთვის. ახლა მაინც, შვიდი თვის თავზე ვნახავთ, თუ რამდენად არის ევროკავშირის ნამდვილი სურვილი არაძალადობა, დანაშაულის წაქეზებაზე უარის თქმა. ეს ყველაფერი შეფასებებში გამოჩნდება – არის სასამართლოს დოკუმენტი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული განაჩენი. ასე რომ, ამასთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩის კომენტარს ველოდებით. იქნებ ახლა მაინც დაგმოს ძალადობა, რომელიც დღეს მთლიანად შერაცხული აქვს ევროკავშირს. 4 ოქტომბერი ევროპული ძალადობის დღეა, როცა ევროპის დროშებით სცადეს ხელისუფლების დამხობა. 25 პოლიციელი დაშავდა, რომლებიც, სხვათა შორის, არცერთ ამ ელჩს არ მოუნახულებია და არცერთს არ გამოუთქვამს წუხილი, რომ ევროკომისიის პრესსპიკერის წაქეზებული ბრბოს მიერ მოხდა პოლიციელების დაშავება. ეს არის პაველ ჰერჩინსკის ტესტი ევროპულობაზე. ვნახოთ, ჩააბარებს თუ არა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. ამ საქმეზე ბრალდებულებს, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძესა და პაატა მანჯგალაძეს შვიდ-შვიდი წლით პატიმრობა მიესაჯათ.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პაპუაშვილი უძილაურის საქმეზე: მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობისას იყო, რომ სუს-მა კონტრდაზვერვითი საქმიანობა პრიორიტეტად გამოაცხადა. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია დღევანდელი გამოწვევების ფონზე. ვხედავთ სუს-ის საქმიანობის შედეგებს
შალვა პაპუაშვილი - ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ კარგად იცის ჩვენი პოზიცია, რა არის გასაკეთებელი აშშ-ის მხრიდან, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს და თვისებრივად ახალი შინაარსი შეიძინოს
ვატიკანის ინფორმაციით, პაპმა ლეო XIV-მ და მარკო რუბიომ „გაცვალეს შეხედულებები“ მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე და ისაუბრეს „მშვიდობისთვის დაუღალავი მუშაობის აუცილებლობაზე“
საქართველოს პარლამენტი ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად მიმართავს
შალვა პაპუაშვილი: ოქტომბრის ძალადობაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ბრიუსელს აქვს, ევროკავშირის ელჩისგან ვითხოვთ პასუხს, აპირებს თუ არა, საქართველოს პრეზიდენტს ბოდიში მოუხადოს
არქივი