ირაკლი კობახიძე - ქართული ღვინო ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა, 8 000 წლის წინ დაიწყო მეღვინეობის ტრადიცია, რომელმაც განსაზღვრა ქვეყნის ისტორია და კულტურა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
56 08 მაისი 2026, 11:30

ქართული ღვინო ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა, 8 000 წლის წინ სწორედ ამ მიწაზე დაიწყო მეღვინეობის დიდი, უწყვეტი ტრადიცია, რომელმაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის ისტორია და კულტურა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ღვინო ქართული ტრადიციებისა და სტუმარმასპინძლობის განუყოფელი ნაწილია, 525-ზე მეტი ენდემური ჯიში კი ის სიმდიდრეა, რომლითაც საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს.

„მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღო ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი კონფერენციის გახსნაში, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინის პერსპექტივების განხილვას ეძღვნება. ქართული ღვინო ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა, 8 000 წლის წინ სწორედ ამ მიწაზე დაიწყო მეღვინეობის დიდი, უწყვეტი ტრადიცია, რომელმაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის ისტორია და კულტურა. ღვინო ჩვენი ტრადიციებისა და სტუმარმასპინძლობის განუყოფელი ნაწილია. ვაზი იმთავითვე იქცა ეროვნულ ღირებულებად, რაც ათასწლეულების განმავლობაში ჩვენს იდენტობას განსაზღვრავდა.

2017 წელს მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ ოფიციალურად აღიარა, რომ საქართველო ღვინის ცივილიზაციის აკვანია. ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს კი 2013 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობის დასტურია. 525-ზე მეტი ენდემური ჯიში ის სიმდიდრეა, რომლითაც საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კაკაბაძის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა
შალვა პაპუაშვილი: რამდენჯერაც ვნახავთ ეკა გიგაურის მოსაზრებებს, იმდენჯერ უნდა მივხვდეთ, რა მავნებლობა აქვს ჩაფიქრებული რომელიღაც უცხოელს, ვინაიდან გამჟღავნებული რუპორები არიან
ლონდონის სხვადასხვა ცენტრალურ ლოკაციაზე საქართველოს შესახებ გარე რეკლამები განთავსდა
შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ბრიუსელმა, არამედ ყველა დედაქალაქმა მკაფიოდ იცოდეს, როგორ ვხედავთ ჩვენს მომავალ ურთიერთობას - შეწყდეს მავნე პოლიტიკა საქართველოს მიმართ, ეს აფერხებს ყველანაირ დიალოგს
ზვიად ხარაზიშვილი პოლიციელების დაკავებაზე - ჩაშვებულია, აბა რა არის, თვითონ თბილად იყოს და სხვა დაიჭიროს, ალბათ, ასეთი გააკეთა ვიღაც არაკაცმა, თორემ ეს ბიჭები რა შუაში არიან?
არქივი