შალვა პაპუაშვილი ალბანეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
70 08 მაისი 2026, 11:37

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ალბანეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კლოდიანა სპახიუს შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ალბანური მხარის მიმართ ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმარზე ჩამოსვლისთვის.

შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მზარდი პოტენციალი, როგორც ორმხრივ დონეზე, ისე დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის ფარგლებში. აღინიშნა ევროკავშირში გაწევრიანების საერთო მისწრაფება და ამ მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობა.

საუბარი, აგრეთვე, შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს. ხაზი გაესვა საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე, აგრეთვე, განიხილეს ორი ქვეყნის ურთიერთობები ევროკავშირსა და ნატოსთან.

შეხვედრა მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში მიმდინარე ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის (PAM) წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების რიგით პირველი სამიტის ფარგლებში შედგა.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის პრეზისენტის რანგში ხელმძღვანელობს, მონაწილეობს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი მეზურნიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კაკაბაძის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა
შალვა პაპუაშვილი: რამდენჯერაც ვნახავთ ეკა გიგაურის მოსაზრებებს, იმდენჯერ უნდა მივხვდეთ, რა მავნებლობა აქვს ჩაფიქრებული რომელიღაც უცხოელს, ვინაიდან გამჟღავნებული რუპორები არიან
ლონდონის სხვადასხვა ცენტრალურ ლოკაციაზე საქართველოს შესახებ გარე რეკლამები განთავსდა
შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ბრიუსელმა, არამედ ყველა დედაქალაქმა მკაფიოდ იცოდეს, როგორ ვხედავთ ჩვენს მომავალ ურთიერთობას - შეწყდეს მავნე პოლიტიკა საქართველოს მიმართ, ეს აფერხებს ყველანაირ დიალოგს
ზვიად ხარაზიშვილი პოლიციელების დაკავებაზე - ჩაშვებულია, აბა რა არის, თვითონ თბილად იყოს და სხვა დაიჭიროს, ალბათ, ასეთი გააკეთა ვიღაც არაკაცმა, თორემ ეს ბიჭები რა შუაში არიან?
არქივი