ზვიად ხარაზიშვილი პოლიციელების დაკავებაზე - ჩაშვებულია, აბა რა არის, თვითონ თბილად იყოს და სხვა დაიჭიროს, ალბათ, ასეთი გააკეთა ვიღაც არაკაცმა, თორემ ეს ბიჭები რა შუაში არიან?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
69 08 მაისი 2026, 12:20

არ არის თქვენი საქმე, თუ დამიბარებენ, პრობლემა არ მაქვს მისვლის. მე არაფერი დამიშავებია, არც ამ ბიჭებს არაფერი დაუშავებიათ. ეს ყველამ კარგად იცის, - ამის შესახებ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ზვიად ხარაზიშვილმა („ხარება") განაცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა.

როგორც ზვიად ხარაზიშვილი აღნიშნავს, შესაძლოა აღნიშნული პირები „შიგნიდან ჩაუშვეს“.

„ჩაშვებულია, აბა რა არის ახლა. ჩამშვებებს და მაგნაირ ხალხს ახლა რა გამოლევს, ხელს რომ იშვერენ. [შიგნიდან ჩაუშვეს] ალბათ, თვითონ შიგნით თბილად იყოს ვინმე და სხვა დაიჭიროს, ალბათ, ეგეთი რამ გააკეთა ვიღაც არაკაცმა, თორემ ეს ბიჭები რა შუაში არიან?“ - აღნიშნა ზვიად ხარაზიშვილმა, რომელიც 2024-2025 წლის აქციების დროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.

მისივე თქმით, ტყვიის არ ეშინია და ვერავინ შეაშინებს.

„მე ჩემი სამშობლო ისე მიყვარს, ტყვიის არ მეშინია და შიშით მე ვერავინ შემაშინებს. მე წავალ და მე ჩავჯდები თუ ჩემს სამშობლოს სჭირდება, თუ ჩემს ქვეყანას ამით რამე ეშველება და თუ ამ ბიჭებს აღარ შეაწუხებენ“, - აღნიშნა ზვიად ხარაზიშვილმა.

კითხვაზე, დააკავეს თუ არა მისი ყოფილი მოადგილე, მირზა კეზევაძე, ზვიად ხარაზიშვილმა განაცხადა: „არ ვიცი , არ მაქვს ურთიერთობა და არც მაინტერესებს“.

„ნუ მეკითხებით მაგ თემაზე. რა მნიშვნელობა აქვს, რაიმე მოხდა თუ არა.

ერთს გეტყვი, 18 წელი ვიყავი სპეცდანიშნულების რაზმის საბრძოლო დანაყოფის უფროსი, მსგავსი ბრძანება არცერთ მინისტრს არცერთ ხელმძღვანელს ჩემთვის არ მოუცია - ან ვინმე მოკალი, ან ვინმე სცემე.

იცით, რამდენი მინისტრი გამოვიცვალე და რამდენი მთავრობა და არ ყოფილა მსგავსი რამე. კიდევ გეუბნებით, იყო დანაშაული, იყო გადაცდომა?! მზად ვარ პასუხი ვაგო პირადად მე. არც მე არ გამიცია მსგავსი ბრძანებები, რომ წაქცეული ეცემა ვინმეს და რაც იყო ცუდი, გაეკეთებინათ. არც ჩემთვის არავის დაუვალებია. სასიამოვნო მოსასმენი არ არის ეგ, რომ მეკითხებიან, იყო ეგეთი ბრძანება? - არ იყო. არაფერი ბრძანება არ ყოფილა“, - აღნიშნა „ხარებამ“ „ტვ პირველთან“.

ცნობისთვის, პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.

გენერალური პროკურორის განმარტებით, ხუთიდან ორი, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.

ამასთან, გვარაკიძის განცხადებით, პროკურატურა სასამართლოს ხუთივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კაკაბაძის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა
შალვა პაპუაშვილი: რამდენჯერაც ვნახავთ ეკა გიგაურის მოსაზრებებს, იმდენჯერ უნდა მივხვდეთ, რა მავნებლობა აქვს ჩაფიქრებული რომელიღაც უცხოელს, ვინაიდან გამჟღავნებული რუპორები არიან
ლონდონის სხვადასხვა ცენტრალურ ლოკაციაზე საქართველოს შესახებ გარე რეკლამები განთავსდა
შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ბრიუსელმა, არამედ ყველა დედაქალაქმა მკაფიოდ იცოდეს, როგორ ვხედავთ ჩვენს მომავალ ურთიერთობას - შეწყდეს მავნე პოლიტიკა საქართველოს მიმართ, ეს აფერხებს ყველანაირ დიალოგს
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
არქივი