მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ბრიუსელმა, არამედ ყველა დედაქალაქმა მკაფიოდ იცოდეს, როგორ ვხედავთ ჩვენს მომავალ ურთიერთობას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, შეწყდეს აგრესიული რიტორიკა საქართველოს მიმართ.
„სამწუხაროდ, ბევრი ინფორმაცია ბრიუსელის გავლით და ფილტრით მიდის სხვადასხვა დედაქალაქამდე. იმედი მაქვს, ყველას მისწვდება ეს სიტყვა - მნიშვნელოვანია, რომ შეწყდეს აგრესიული რიტორიკა ქართველი ხალხისა და საქართველოს მიმართ, ეს არის მიუღებელი. შეწყდეს მავნე პოლიტიკა ქართველი ხალხისა და საქართველოს მიმართ, ვინაიდან ესეც არის მიუღებელი და აფერხებს ყველანაირ დიალოგს, გაუქმდეს ყველა ის უსამართლო რეზოლუცია, რომელსაც ასე ავი სიხარულით იღებს ხოლმე ევროპარლამენტი ქართველი ხალხის წინააღმდეგ.
ეს არის ის გზა, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ. აბა, სხვა რა გზა ესახებათ? კონფრონტაციით უნდათ საქართველოს იძულება რაიმეზე? რა თქმა უნდა, ასეთი მიდგომებით გამორიცხულია, შემდეგ კიდევ შეინარჩუნონ პრეტენზია, რომ არიან ევროპული გაერთიანება. ასე რომ, ეს არის გზა იმისკენ, რომ ევროკავშირი დარჩეს ევროპული ღირებულებების ერთგული. სხვა შემთხვევაში ევროპულ კავშირი მხოლოდ სახელითღა იქნება ევროპული“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |