შალვა პაპუაშვილი: რამდენჯერაც ვნახავთ ეკა გიგაურის მოსაზრებებს, იმდენჯერ უნდა მივხვდეთ, რა მავნებლობა აქვს ჩაფიქრებული რომელიღაც უცხოელს, ვინაიდან გამჟღავნებული რუპორები არიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
29 08 მაისი 2026, 13:23

რამდენჯერაც ვნახავთ ეკა გიგაურის მოსაზრებებს, იმდენჯერ უნდა მივხვდეთ, რა მავნებლობა აქვს ჩაფიქრებული რომელიღაც უცხოელს, ვინაიდან გამჟღავნებული რუპორები არიან, - განუცხადა ჟურნალისტებს მონტენეგროში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტმა ჰკითხა, რას ფიქრობს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ განცხადებაზე, რომ ინიციირებული ცვლილებები, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას ეხება, შეუსაბამოა კანონიერების პრინციპებთან. და ეს ხდება მას შემდეგ, რაც სპეცრაზმელების დაკავებასთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ და ეკა გიგაურმა წერონ ესტონეთის მთავრობაზე. ის არის ესტონეთში რეგისტრირებული და დიდი ალბათობით, ესტონეთისგან დაფინანსებული ადამიანია, რომელიც თანხას იღებს უცხოეთიდან იმისთვის, რომ დააზიანოს საქართველო. საქართველოსთან დაკავშირებით მისი აზრები უინტერესოა, ვინაიდან ცნობილია, რომ ეს [ორგანიზაციის საქმიანობა] არის უცხოური დაკვეთა ქვეყნის დასაზიანებლად. ეს სინამდვილეში გვიადვილებს ბევრ საქმეს, რამდენჯერაც ვნახავთ ეკა გიგაურის მოსაზრებებს, იმდენჯერ უნდა მივხვდეთ რა მავნებლობა აქვს ჩაფიქრებული რომელიღაც უცხოელს, ვინაიდან გამჟღავნებული რუპორები არიან“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კაკაბაძის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა
ლონდონის სხვადასხვა ცენტრალურ ლოკაციაზე საქართველოს შესახებ გარე რეკლამები განთავსდა
შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ბრიუსელმა, არამედ ყველა დედაქალაქმა მკაფიოდ იცოდეს, როგორ ვხედავთ ჩვენს მომავალ ურთიერთობას - შეწყდეს მავნე პოლიტიკა საქართველოს მიმართ, ეს აფერხებს ყველანაირ დიალოგს
ზვიად ხარაზიშვილი პოლიციელების დაკავებაზე - ჩაშვებულია, აბა რა არის, თვითონ თბილად იყოს და სხვა დაიჭიროს, ალბათ, ასეთი გააკეთა ვიღაც არაკაცმა, თორემ ეს ბიჭები რა შუაში არიან?
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
არქივი