მარკო რუბიო ჯორჯია მელონის შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
73 08 მაისი 2026, 15:02

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო რომში ვიზიტის ფარგლებში იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონის შეხვდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, რუბიოსა და მელონის შეხვედრა ქვეყნებს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე შედგა. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია იტალიის ხელმძღვანელობას ირანთან ომთან დაკავშირებით არაერთხელ აკრიტიკებდა.

რუბიო იტალიაში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. მისი ვიზიტის მიზანს რომის პაპთან, ლეო მე-XIV-თან ურთიერთობების გაუმჯობესება წარმოადგენს, რადგან ტრამპი ბოლო პერიოდში პონტიფიკოსსაც არაერთხელ აკრიტიკებდა, წერს სააგენტო.

როგორც Reuters-ი იუწყება, მელონისთან შეხვედრამდე რუბიომ მოლაპარაკებები გამართა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანტონიო ტაიანისთან. ტაიანიმ მოლაპარაკებები პოზიტიურად შეაფასა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ევროპას ამერიკა სჭირდება, იტალიას ამერიკა სჭირდება. ამავე დროს, შეერთებულ შტატებსაც სჭირდება ევროპა და იტალია“, - თქვა ტაიანიმ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრს, გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის მოვლენებზე: სასამართლომ უტყუარობის მაღალი პრინციპითა და ხარისხით დაადასტურა, რომ ადამიანებმა ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული, იმ დღეს ქვეყანა გადარჩა ძალიან დიდ უბედურებას
მამუკა მდინარაძე: მინდა გავაფრთხილო, ჩვენი მეგობარი, თუ პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურები, დღეს, როგორც არასდროს, ჩვენს სპეციალურ სამსახურებს შესწევთ ძალა, გამოავლინონ შესაბამისი სხვა ქვეყნის დაზვერვითი სამსახურები ჩვენს ქვეყანაში
მაკა ბოჭორიშვილი: დიპლომატიის აკადემიის დაარსება მხოლოდ საგანმანათლებლო პროექტი არ არის - ეს არის ქვეყნის „ინტელექტუალური ფარი“ და სტრატეგიული ინვესტიცია მომავალში
მამუკა მდინარაძე „კამიტის საქმეზე“: აბსურდულობის ხარისხი იყო ძალიან მაღალი, ამბობდნენ, რომ წყალში გამხსნელი ტრიქლორეთილენი თითქოს იყო გამოყენებული მომიტინგეების წინააღმდეგ, როცა თავად ეს გამხსნელი წყალში არ იხსნებოდა
არქივი