სავალუტო რეზერვებმა მიაღწია რეკორდულ ნიშნულს 6,47 მილიარდ დოლარს, მადლობა ეკონომიკურ გუნდს, ეროვნულ ბანკს, მომავალშიც აქტიურად ვიმუშავებთ ყველა მიმართულებით, რათა შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
42 08 მაისი 2026, 15:09

აქტიურად ვიმუშავებთ ყველა მიმართულებით იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი მაჩვენებლები, შევავსოთ დამატებით ჩვენი სავალუტო რეზერვები, ამისათვის გაკეთდება მაქსიმუმი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დადებითი ტენდენციების ფონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დამატებით აპრილის თვეში სავალუტო რეზერვები შეავსო 154,2 მილიონი დოლარით.

„შესაბამისად, რეზერვებმა მიაღწია რეკორდულ ნიშნულს 6,47 მილიარდ დოლარს. ლარის კურსი ინარჩუნებს სტაბილურობას. ამ ყველაფრისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ მთლიანად ეკონომიკურ გუნდს, ჩვენი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, ეროვნულ ბანკს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს. მომავალშიც აქტიურად ვიმუშავებთ ყველა მიმართულებით იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი მაჩვენებლები, შევავსოთ დამატებით ჩვენი სავალუტო რეზერვები, ამისათვის გაკეთდება მაქსიმუმი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრს, გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის მოვლენებზე: სასამართლომ უტყუარობის მაღალი პრინციპითა და ხარისხით დაადასტურა, რომ ადამიანებმა ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული, იმ დღეს ქვეყანა გადარჩა ძალიან დიდ უბედურებას
მამუკა მდინარაძე: მინდა გავაფრთხილო, ჩვენი მეგობარი, თუ პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურები, დღეს, როგორც არასდროს, ჩვენს სპეციალურ სამსახურებს შესწევთ ძალა, გამოავლინონ შესაბამისი სხვა ქვეყნის დაზვერვითი სამსახურები ჩვენს ქვეყანაში
მაკა ბოჭორიშვილი: დიპლომატიის აკადემიის დაარსება მხოლოდ საგანმანათლებლო პროექტი არ არის - ეს არის ქვეყნის „ინტელექტუალური ფარი“ და სტრატეგიული ინვესტიცია მომავალში
მამუკა მდინარაძე „კამიტის საქმეზე“: აბსურდულობის ხარისხი იყო ძალიან მაღალი, ამბობდნენ, რომ წყალში გამხსნელი ტრიქლორეთილენი თითქოს იყო გამოყენებული მომიტინგეების წინააღმდეგ, როცა თავად ეს გამხსნელი წყალში არ იხსნებოდა
არქივი