მტკიცებულებაც კი არ არის, რომ ვინმე აძლევდა დავალებებს სპეცრაზმელებს, რომ ვიღაცისთვის ზიანი მიეყენებინათ და ეცემათ, ეს არის მხოლოდ პიარ-კამპანიის ნაწილი მათი მხრიდან, ვისაც არ ესიამოვნა სახელმწიფოს მხრიდან სწორი მიდგომა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
65 08 მაისი 2026, 15:13

არც ერთი არათუ პირდაპირი, არამედ ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ ვინმე აძლევდა დავალებებს სპეცრაზმელებს იმის შესახებ, რომ მათ ვიღაცისთვის ზიანი მიეყენებინათ და ეცემათ, - განუცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

ვიცე-პრემიერის თქმით, ეს არის მხოლოდ პიარ-კამპანიის ნაწილი მათი მხრიდან, ვისაც არ ესიამოვნა სახელმწიფოს მხრიდან სწორი მიდგომა.

„სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ამ მიმართულებით მიმდინარეობს, არც ერთი არათუ პირდაპირი, არამედ ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ ვინმე აძლევდა დავალებებს სპეცრაზმელებს იმის შესახებ, რომ მათ ვიღაცისთვის ზიანი მიეყენებინათ და ეცემათ. აქედან გამომდინარე, ირიბი მტკიცებულების არქონის შემთხვევაშიც კი, გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას, რომ ვინმეზე გავიდეს, ეს არის მხოლოდ პიარ-კამპანიის ნაწილი, მათი მხრიდან, ვისაც არ ესიამოვნა სახელმწიფოს მხრიდან სწორი მიდგომა. ამ საქმეში რომ იყოს დამკვეთი და შესაბამისი მტკიცებულებაც არსებობდეს, არ შევიკავებდით თავს. ჩვენ გვაქვს ბოლო პერიოდში ამისი პრაქტიკა, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირების დაკავების, სადაც დანაშაულის ნიშნები იყო და როცა დანაშაულია სახეზე, ვერავინ დაგვაბრალებს, რომ რაიმეს ვერიდებით.

აქედან გამომდინარე, თუ იქნება ერთი მტკიცებულება, იმ ერთ მტკიცებულებას გაჰყვებიან სამართალდამცველები, მაგრამ თუ ასეთი არ იქნება, პიარ-კამპანიის ფონზე და საფუძველზე ამას ვერავინ გააკეთებს. როგორც ჩანს, ამაზე მტკიცებულებებიც მიუთითებენ, ეს იყო კერძო ინიციატივები და ცალკეული შემთხვევები. ამას რომ ჰქონოდა სისტემური ხასიათი, პირობითად, არ იქნებოდა ერთი დაზარალებული ჟურნალისტი. ჩვენ მივყვებით რეალობას, სამართალდამცავი უწყებები მიჰყვებიან რეალობას და არა პიარ-კამპანიას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთში გაემგზავრა
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
ვლადიმერ პუტინი - სწორედ დასავლეთი ომობს რუსეთთან უკრაინელების ხელით, ეს უკვე ყველასთვის გასაგები გახდა
სარჯველაძე დიუშენის მედიკამენტებზე: შვედეთი აცხადებს, რომ აკვირდება მედიკამენტებს, საფრანგეთმა კი ჯივინოსტატზე უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო. ამიტომ, ამ საკითხს სჭირდება მხოლოდ პროფესიულ საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებები
არქივი