მამუკა მდინარაძე: მინდა გავაფრთხილო, ჩვენი მეგობარი, თუ პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურები, დღეს, როგორც არასდროს, ჩვენს სპეციალურ სამსახურებს შესწევთ ძალა, გამოავლინონ შესაბამისი სხვა ქვეყნის დაზვერვითი სამსახურები ჩვენს ქვეყანაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
44 08 მაისი 2026, 16:07

მეძლევა საშუალება, რომ გავაფრთხილო, მათ შორის ჩვენი მეგობარი, თუ პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენლები და ვთხოვო მათ, რასაც ჩვენი ქვეყანა მათ ქვეყნებში არ აკეთებს, იმას ნუ გააკეთებენ ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ პრესკონფერენციაზე.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, კონტრდაზვერვითი სამუშაოები დღეს მიმდინარეობს გაათმაგებულ რეჟიმში და ინტენსივობით.

„ჩვენი მეგობარი, თუ პარტნიორი ქვეყნები გაუფრთხილდნენ ამ ურთიერთობებს, დღეს, როგორც არასდროს, ჩვენს სპეციალურ სამსახურებს შესწევთ ძალა, გამოავლინონ შესაბამისი სხვა ქვეყნის დაზვერვითი სამსახურები ჩვენს ქვეყანაში, მათი ე.წ. რეზიდენტი პირები. ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით ამ ურთიერთობებს, ამიტომ ვთხოვ, რომ ამ საკითხს ზედმიწევნით ფრთხილად მოეკიდონ.

მე მგონი, ყველასთვის გასაგები იქნება თავად უკეთ იციან, არანაკლებად ჩვენზე, რა საქმიანობა ხორციელდება ჩვენი ქვეყნის მიმართულებით. ასევე მინდა ვთხოვო ევროპის იმ რამდენიმე ქვეყანას, რომლებიც ახორციელებენ დაზვერვით სამუშაოებს გაცხოველებული და ინტენსიური რეჟიმით ჩვენს ქვეყანაში, რომ ვიდრე მათ წარმოუდგენიათ, გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვთ ქართულ სპეცსამსახურებს დღეს. კონტრდაზვერვითი სამუშაოები დღეს მიმდინარეობს გაათმაგებულ რეჟიმში და ინტენსივობით. ჩვენ ასევე ძალიან დიდი ინფორმაციები გვაქვს. ვთხოვთ, რომ ეს ხალხი გაიყვანონ, მოაშორონ იმ საქმიანობას, რასაც ისინი ახორციელებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ნამდვილად არ ვიმუქრები, შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ჩვენ გარკვეულ მინიშნებებს კვლავ გავაკეთებთ ამასთან დაკავშირებით. მე მგონი, რაც გავაკეთეთ უკვე საკმარისი უნდა იყოს. ამისი თქმის ძალა, დღეს, როგორც არასდროს, ჩვენს ქვეყანას, შესაბამისი უწყებების სწორი და ძლიერი მუშაობის წყალობით და შესაბამისი სამართალდამცველების წყალობით, საბედნიეროდ, აქვს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სუს-ი გიორგი უძილაურის საქმესთან დაკავშირებით ფარული ვიდეოჩანაწერის ნაწილს ასაჯაროებს
კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრს, გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის მოვლენებზე: სასამართლომ უტყუარობის მაღალი პრინციპითა და ხარისხით დაადასტურა, რომ ადამიანებმა ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული, იმ დღეს ქვეყანა გადარჩა ძალიან დიდ უბედურებას
მაკა ბოჭორიშვილი: დიპლომატიის აკადემიის დაარსება მხოლოდ საგანმანათლებლო პროექტი არ არის - ეს არის ქვეყნის „ინტელექტუალური ფარი“ და სტრატეგიული ინვესტიცია მომავალში
მამუკა მდინარაძე „კამიტის საქმეზე“: აბსურდულობის ხარისხი იყო ძალიან მაღალი, ამბობდნენ, რომ წყალში გამხსნელი ტრიქლორეთილენი თითქოს იყო გამოყენებული მომიტინგეების წინააღმდეგ, როცა თავად ეს გამხსნელი წყალში არ იხსნებოდა
არქივი