49
08 მაისი 2026, 16:11
კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრს, გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ხასაიამ წარდგენილი ბრალი აღიარა.
საპროცესო შეთანხმების თანახმად, ხასაია ერთ წელს ციხეში გაატარებს, ხოლო სამი წლის პირობითი მსჯავრით მოხდა მოუწევს.
გელა ხასაიას ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ედავებოდნენ. პროკურატურის ვერსიით, 2025 წლის პირველ სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულებმა გელა ხასაიამ და ვასილ ქერდიყოშვილმა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენეს რამაზ ჩადუნელს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |