29
08 მაისი 2026, 18:47
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ელჩი კევინ ჰამილტონი კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ესტუმრა. მას თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ და ცენტრის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.
სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე კევინ ჰამილტონს JTEC-ის ისტორიის, ამოცანის, სტრუქტურის, განვითარების, განხორციელებული და სამომავლო პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და მის თანამედროვე შესაძლებლობებს გაეცნო.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |