ზაალ ანჯაფარიძე: დავესწარი ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას და "ცალ ფეხზე დგომის" პრეზენტაცია შეიძლება ვუწოდოთ. არაფერი ღირებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
57 09 მაისი 2026, 17:30
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და აღნიშნავს, რომ “დამსწრეთა უმრავლესობა იყვნენ რადიკალი პოლიტიკოსები და ვითომ "პროევროპული" ახალგაზრდობა, ევოკავშირის დროშებში გამოხვეულნი რომ ძალადობდნენ”. 

მისივე თქმით, ეს ღონისძიება იყო უსუსური მცდელობა, რომ ის, რასაც თავად უწოდებს  ევროპულ "ცივ კომფორტს" გამოფენის ქართულ ფორმატში გადმოეტანათ. 

“დავესწარი ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას და ეს ორი ფოტო, რომელიც გადავიღე, ვფიქრობ სრულად ასახავს ამ ღონისძიების სულისკვეთებასაც და პათოსსაც. 

გამოფენის გარეთ ბევრ ადგილას განთავსებულ პოსტამენტზე გრავირებული კოსმოპოლიტ ზურაბ ჟვანიას საკრალური ფრაზა, და გამოფენის შიგნით რადიკალთა უწყვეტი პროტესტის (ალბათ ევროკავშირის დაფინანსებული) ამსახველი ფოტოალბომები. ეს ძალადობრივი აქციები კი, მათ შორის ევროკავშირის ფულის გამოყენებით მოეწყო. 

დიახ, დამსწრეთა უმრავლესობა იყვნენ ზუსტად ისინი ვისაც ველოდებოდი, რადიკალი პოლიტიკოსები და ვითომ "პროევროპული" ახალგაზრდობა, ევოკავშირის დროშებში გამოხვეულნი რომ ძალადობდნენ. ვხედავდი როგორ ეტენებოდნენ ევროკავშირის სტენდებთან მდგომ უცხოელებს, რომ მათგან სავიზიტო ბარათები მიეღოთ. მოკლედ, "ცალ ფეხზე დგომის" პრეზენტაცია შეიძლება ვუწოდოთ. არაფერი ღირებული რაც უბრალო ქართველს ევროპას საუკეთესო კუთხით დაანახებდა, იქ არ ყოფილა.

ჩემი სუბიექტური შეხედულებით, იყო უსუსური მცდელობა, რომ ის, რასაც მე ვუწოდებ ევროპულ "ცივ კომფორტს" გამოფენის ქართულ ფორმატში გადმოეტანათ. ეს იყო და ეს. თავადაც ხვდებიან, რომ ასეთი გამოფენებით ხალხს ვეღარ გააბრუებენ, როგორც ადრე. 

ვფიქრობ, ევროპისგან განხიბლვის პროცესი ნელა მაგრამ იწყება. თუმცა, ალტერნატივა რა გვაქვს, ეს ჯერ არ ვიცი, და ვფიქრობ ინტენსიურად, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქე. მგონია, რომ კიდევ ბევრი ფიქრობს.”- წერს ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებას ჰქონდა ერთადერთი მიზანი - მინიშნება, თუ გნებავთ გაფრთხილება კონკრეტული ევროპული სახელმწიფოებისადმი, რომ შეწყვიტონ საქართველოში შპიონაჟი, რომელზედაც სუს-მა უკვე იცის
დავით ქართველიშვილი: "მთავარი არხი", ე.წ. "პროდასავლური მედია" რომ ევროკავშირის დროშის დამწველ ანტიმამაოს არეკლამებს, ცოტა უცნაურად ხომ არ გეჩვენებათ? არა - აქ არაფერი უცნაური არ არის, ცრუ მღვდელი ხომ ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს ლანძღავს, ჰოდა, სულ ფეხზე ჰკიდიათ, ეს ცრუ მღვდელი გუშინ ევროკავშირის დროშას წვავდა თუ ბრაზილიის
გიორგი გამსახურდია: სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომელმაც ვერ მოიპოვა ფინანსები ერთ-ერთ ეპარქიაში, მერე საპატრიარქოში და ვერც „ქართულ ოცნებაში“, ახლა „ნაცების“ მედიაარხები აპიარებენ - ასეთი ე.წ. მამაოები გამოდიან მეუფე შიოს წინააღმდეგ
ცოტნე ანანიძე: სააკაშვილს ინფორმაციის მიღება არ უჭირს, უჭირდა ყოველთვის მისი გააზრება. ამიტომაც მმართველობით დაემსგავსა“მურვან ყრუ”-ს
ეკა სეფაშვილი: მეამაყება, რომ საქართველოს ჰყავს ახალგაზრდები, რომლებიც მზად არიან, თავიანთი სიცოცხლით დაიცვან სამშობლო, მათ შორისაა ჩემი შვილიც, რომელმაც დღეს დადო ფიცი
არქივი