ნიკოლოზ სამხარაძე: სლოვაკეთის მხრიდან ჩვენი პოზიციების აბსოლუტური გაგება და მხარდაჭერაა. ისინი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას მყარად უჭერენ მხარს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
43 11 მაისი 2026, 15:49

სლოვაკეთის მხრიდან ჩვენი პოზიციების აბსოლუტური გაგება და მხარდაჭერაა. ისინი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას მყარად უჭერენ მხარს. მათ საუბარში იგრძნობოდა სინანული ბრიუსელის კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილი სლოვაკეთში ვიზიტის ფარგლებში სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო სხვადასხვა საკითხს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაცია.

„გავაცანით ჩვენი ხედვა იმ პრობლემის თაობაზე, რომელიც დღეს არსებობს თბილისსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობებში. კერძოდ, ის უსამართლო მიდგომები, რომელსაც ბრიუსელი იყენებს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, მათ შორის პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე. სლოვაკეთის მხრიდან ჩვენი პოზიციების აბსოლუტური გაგება და მხარდაჭერაა. ისინი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას მყარად უჭერენ მხარს. მათ საუბარში იგრძნობოდა სინანული ბრიუსელის კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე.

რაც შეეხება სექტორულ თანამშრომლობას, საუბარი იყო თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე, განათლებისა და ახალგაზრდების კუთხით თანამშრომლობაზე. მთავარი საკითხებია ვაჭრობა, ეკონომიკა და ტურიზმი. ამ მხრივ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ურთიერთობა საკმაოდ დინამიკურად ვითარდება. ცოტა ხნის წინ თბილისში სლოვაკური კომპანიების წარმომადგენლების ვიზიტი გაიმართა, რაც, იმედია, საქართველოში სლოვაკი ტურისტების რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის. ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკური ურთიერთობები ძალიან დინამიკურად ვითარდება. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სლოვაკეთში გაიმართა პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, საგარეო საქმეთა და კულტურის მინისტრების ვიზიტები. ეს ნათლად აჩვენებს, რომ ორ ქვეყანას შორის მტკიცე პარტნიორული ურთიერთობებია. ახლა საქართველოში სლოვაკეთის მხარეს ველოდებით, ისინი ქვეყანას საპასუხო ვიზიტით ეწვევიან. სასიხარულოა, რომ სლოვაკეთი საქართველოს ერთგულ მხარდაჭერად რჩება და იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ევროკავშირთან დაკავშირებით გვაქვს“, - აღნიშნა სამხარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი