ანდრია ჯაღმაიძე შიო მესამეზე: იწყება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში და ყველა უნდა ველოდოთ დიდ სიკეთეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
44 11 მაისი 2026, 18:08

იწყება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გაფართოებული საეკლესიო კრების დასრულების შემდეგ, სადაც საქართველოს ახალი პატრიარქი, შიო მესამე აირჩიეს.

როგორც დეკანოზმა აღნიშნა, ახალი პატრიარქის არჩევნები უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული.

„მშვიდობით, ერთსულოვნებით იმოქმედა სინოდმა. ორგანიზებული იყო უმაღლეს დონეზე. გამოჩნდა ღვთის ნება, იწყება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში და ყველა უნდა ველოდოთ დიდ სიკეთეს“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი შიო მესამე მღვდელმთავრებმა 22 ხმით არჩიეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე - 11 მაისი სამუდამოდ დარჩება უმნიშვნელოვანეს თარიღად, რომელიც ყოველთვის შეგვახსენებს იმ მარადიულ ფასეულობას, რაზეც დგას საქართველო - „ღმერთი, სამშობლო და ადამიანი“
შიო მესამემ პატრიარქად არჩევის შემდეგ სიონის ტაძარში ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღასრულა
ირაკლი კირცხალია: ახალ პატრიარქს გულითადად ვულოცავ უდიდეს პასუხისმგებლობასა და ისტორიულ მისიას. დარწმუნებული ვარ, შიო lll ღირსეულად გააგრძელებს ამ დიდ გზას, გააძლიერებს ეკლესიის ერთობას, მშვიდობასა და ეროვნულ ფასეულობებს
„თქვენო უწმინდესობავ, გისურვებთ ნაყოფიერ და ღვთივკურთხეულ მსახურებას“ - პრეზიდენტი მეუფე შიოს პატრიარქად არჩევას ულოცავს
მეუფე ისაია - საქართველოსთვის ზრუნვა არის მთავარი პრიორიტეტი და მგონია, რომ პატრიარქი ამ საქმეში მარტო არ იქნება
არქივი