კახა კალაძე - 11 მაისი სამუდამოდ დარჩება უმნიშვნელოვანეს თარიღად, რომელიც ყოველთვის შეგვახსენებს იმ მარადიულ ფასეულობას, რაზეც დგას საქართველო - „ღმერთი, სამშობლო და ადამიანი“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
67 11 მაისი 2026, 19:22

ვულოცავ მთელ საქართველოს ამ უდიდეს ისტორიულ მოვლენას, ქვეყნის სულიერი ლიდერის, საქართველოს 142-ე პატრიარქის არჩევას, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს არის დღე, რომელმაც, საქართველოს პატრიარქის, შიო III-ის მოღვაწეობით, კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს ქართული ეკლესია.

„დღეიდან საქართველოს ეკლესიის წინამძღოლია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III. ეს არის დღე, რომელმაც საქართველოს პატრიარქის, შიო მესამის მოღვაწეობით, კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს ქართული ეკლესია, ხელი შეუწყოს ერში სულიერების ამაღლებას, ეროვნული თვითმყოფადობის განმტკიცებას, მშვიდობის შენარჩუნებას. 11 მაისი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს თარიღად, რომელიც ყოველთვის შეგვახსენებს იმ მარადიულ ფასეულობას, რაზეც დგას საქართველო – „ღმერთი, სამშობლო და ადამიანი““, – წერს კალაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე შიო III-ს პატრიარქად არჩევას ულოცავს
შალვა პაპუაშვილი - უფლის ნებით, საქართველოში ქრისტიანობის გამოცხადების 1700-ე წლისთავზე გამოირჩა ახალი პატრიარქი, ისტორია გრძელდება, ხარობს საქართველოს 2000-წლოვანი ეკლესია
შიო მესამემ პატრიარქად არჩევის შემდეგ სიონის ტაძარში ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღასრულა
ანდრია ჯაღმაიძე შიო მესამეზე: იწყება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში და ყველა უნდა ველოდოთ დიდ სიკეთეს
ირაკლი კირცხალია: ახალ პატრიარქს გულითადად ვულოცავ უდიდეს პასუხისმგებლობასა და ისტორიულ მისიას. დარწმუნებული ვარ, შიო lll ღირსეულად გააგრძელებს ამ დიდ გზას, გააძლიერებს ეკლესიის ერთობას, მშვიდობასა და ეროვნულ ფასეულობებს
არქივი