შალვა პაპუაშვილი - უფლის ნებით, საქართველოში ქრისტიანობის გამოცხადების 1700-ე წლისთავზე გამოირჩა ახალი პატრიარქი, ისტორია გრძელდება, ხარობს საქართველოს 2000-წლოვანი ეკლესია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 11 მაისი 2026, 19:57

ისტორია გრძელდება, ხარობს საქართველოს 2000-წლოვანი ეკლესია, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის არჩევის შესახებ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ღვთის წყალობა და მადლი არ მოკლებოდეს მას.

„დღეს, 2026 წლის 11 მაისს, უფლის ნებით, მის ორიათასწლოვან ეკლესიაში, ანდრია პირველწოდებულის კათედრაზე, საქართველოში ქრისტიანობის გამოცხადების 1700-ე წლისთავზე გამოირჩა ახალი პატრიარქი, ღირსეული მღვდელმთავარი ღირსეულთა შორის. უწმინდესი და უნეტარესი შიო III, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი – ინებოს უფალმა, რათა მრავალი წლის მანძილზე სწორედ ამგვარად მოვიხსენიოთ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი. ღვთის წყალობა და მადლი არ მოკლებოდეს მას.

მძიმეა პატრიარქის ჯვარი და მისი ზიდვა განსაკუთრებულ შემწეობას საჭიროებს. ყველას გილოცავთ ამ უდიდეს, ისტორიულ დღეს! ისტორია გრძელდება, ხარობს საქართველოს 2000-წლოვანი ეკლესია“, – წერს პაპუაშვილი.

საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს აირჩიეს.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე შიო III-ს პატრიარქად არჩევას ულოცავს
კახა კალაძე - 11 მაისი სამუდამოდ დარჩება უმნიშვნელოვანეს თარიღად, რომელიც ყოველთვის შეგვახსენებს იმ მარადიულ ფასეულობას, რაზეც დგას საქართველო - „ღმერთი, სამშობლო და ადამიანი“
შიო მესამემ პატრიარქად არჩევის შემდეგ სიონის ტაძარში ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღასრულა
ანდრია ჯაღმაიძე შიო მესამეზე: იწყება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში და ყველა უნდა ველოდოთ დიდ სიკეთეს
ირაკლი კირცხალია: ახალ პატრიარქს გულითადად ვულოცავ უდიდეს პასუხისმგებლობასა და ისტორიულ მისიას. დარწმუნებული ვარ, შიო lll ღირსეულად გააგრძელებს ამ დიდ გზას, გააძლიერებს ეკლესიის ერთობას, მშვიდობასა და ეროვნულ ფასეულობებს
არქივი