კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე შიო III-ს პატრიარქად არჩევას ულოცავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
69 11 მაისი 2026, 20:10

კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს.

„დღეს, ღვთის კურთხევითა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, სრულიად საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი). გულითადად ვულოცავ მოძმე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახლად არჩეულ წინამძღვარს ამ მაღალი და საპასუხისმგებლო მოწოდების მიღებას“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე ავრცელებს.

კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე ხაზს უსვამს, რომ ახლად არჩეული პატრიარქი ამ მსახურებას იღებს თავისი წინამორბედის, ნეტარი ხსენების კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მრავალწლიანი ღვაწლის შემდეგ, რომლის ცხოვრება და საქმიანობა ქრისტესადმი ერთგულების, ეკლესიისადმი თავდადებული მსახურებისა და საკუთარი ხალხის სულიერი მზრუნველობის მაგალითი გახდა.

„ვუსურვებ ახლად არჩეულ პატრიარქს მრავალ კურთხეულ წელს მსახურებაში, სიბრძნეს, სულიერ ძალასა და ღვთის შეწევნას, რათა იყოს ქართველი ხალხის სულიერი წინამძღოლი. დაე, უფალმა აკურთხოს ეს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში და წარუძღვეს მას ჭეშმარიტების, სიყვარულისა და მშვიდობის გზაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს-პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო.

რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.

საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე აირჩიეს.

გაფართოებული საეკლესიო კრების განმარტებით, ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - უფლის ნებით, საქართველოში ქრისტიანობის გამოცხადების 1700-ე წლისთავზე გამოირჩა ახალი პატრიარქი, ისტორია გრძელდება, ხარობს საქართველოს 2000-წლოვანი ეკლესია
კახა კალაძე - 11 მაისი სამუდამოდ დარჩება უმნიშვნელოვანეს თარიღად, რომელიც ყოველთვის შეგვახსენებს იმ მარადიულ ფასეულობას, რაზეც დგას საქართველო - „ღმერთი, სამშობლო და ადამიანი“
შიო მესამემ პატრიარქად არჩევის შემდეგ სიონის ტაძარში ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღასრულა
ანდრია ჯაღმაიძე შიო მესამეზე: იწყება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში და ყველა უნდა ველოდოთ დიდ სიკეთეს
ირაკლი კირცხალია: ახალ პატრიარქს გულითადად ვულოცავ უდიდეს პასუხისმგებლობასა და ისტორიულ მისიას. დარწმუნებული ვარ, შიო lll ღირსეულად გააგრძელებს ამ დიდ გზას, გააძლიერებს ეკლესიის ერთობას, მშვიდობასა და ეროვნულ ფასეულობებს
არქივი