ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა მის უწმინდესობა შიოს მისალოცი წერილი გაუგზავნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
56 11 მაისი 2026, 23:46

ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის (OCA) წინამძღოლმა მიტროპოლიტმა ტიხონმა მის უწმინდესობა შიოს, ორშაბათს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევის შემდეგ, ოფიციალური მისალოცი წერილი გაუგზავნა.

„საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, თავისი უძველესი სამოციქულო მემკვიდრეობითა და საუკუნოვანი განსაცდელებისა და გაძლების ჟამს ურყევი მოწამეობით, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიათა ოჯახში. თქვენი ეკლესიის ცხოვრებაში ამ მნიშვნელოვან მომენტში, ვლოცულობ, რათა უფალმა მოგმადლოთ თქვენო უწმინდესობავ სიბრძნე, ძალა, მშვიდობა და უხვი მადლი ამ წმინდა მსახურების შედგომისას“, - წერს მიტროპოლიტი ტიხონი.

ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა ასევე ისაუბრა განსვენებული პატრიარქის, ილია II-ის მემკვიდრეობაზე და მის წინამძღოლობას უწოდა შთაგონების წყარო მართლმადიდებელი მორწმუნეებისთვის როგორც საქართველოში, ისე მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში.

„თქვენი არჩევა მოსდევს მისი უწმინდესობის, სამგზის ნეტარხსენებული პატრიარქის ილია II-ის დალოცვილ და გამორჩეულ მსახურებას, რომლის ერთგულებამ, სამწყსოსადმი სიყვარულმა და სულიერმა წინამძღოლობამ მართლმადიდებელ მორწმუნეთა თაობები აღაფრთოვანა საქართველოშიც და მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში. დარწმუნებული ვარ, თქვენი პატივსაცემი წინამორბედის ლოცვებითა და მაგალითით, ისევე, როგორც საქართველოს წმინდანთა მეოხებით განმტკიცებული, თქვენო უწმინდესობავ, კვლავაც წარუძღვებით საქართველოს ეკლესიას მტკიცე რწმენითა და მამობრივი მზრუნველობით“,- აღნიშნავს მიტროპოლიტი ტიხონი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პატრიარქი შიო III: სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარში თქვენს წინაშე მდგარი ვმადლობ და ვადიდებ უფალს, ამავდროულად კი მიპყრობს კრძალვა და სასოებით შევღაღადებ მას: მაუწყე მე უფალო გზა, რომელსაცა ვიდოდი
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა
სვეტიცხოველში დღეს საზეიმო წირვაზე ახლად არჩეული პატრიარქის, შიო III-ის ინტრონიზაცია გაიმართება
თბილისის მერია პატრიარქის ინტრონიზაციაზე დასწრების მსურველთა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს
ირაკლი კირცხალია: რადიკალური ოპოზიცია უტევს ყველაფერს, რაც უდრის ქვეყნის იდენტობას და სარწმუნოებას - ეს არის უმორალო, უსამშობლო ადამიანების დაჯგუფება, რომლებიც ყველაფერს ებრძვიან, რაც ქვეყნისთვის ღირსეულია
არქივი