მთის კურორტებზე ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
955 07 ივლისი 2020, 18:45
 გუდაურში, ბაკურიანსა და სვანეთში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს უსაფრთხოების ზომების დაცვით გაიხსნება. ზაფხულის სეზონის განმავლობაში ბაკურიანში (დიდველზე) ყველა საბაგირო ყოველდღიურ რეჟიმში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე იმუშავებს. გუდაურში ჩასულ დამსვენებლებს კი მოემსახურება „გუდაურა“ (გონდოლა) და კობი-გუდაურის საბაგიროები 11:00 – 17:00 საათამდე. სვანეთში მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი და ზურულდის საბაგიროები 10:00 – 16:30 საათამდე იფუნქციონირებს.

მთის კურორტების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის აუცილებელია ზამთრის კურორტები ოთხსეზონიანი გახდეს. ამისთვის, ბაკურიანში 6000-მეტრიანი საერთაშორისო დონის ველობილიკია მოწყობილი.

ველობილიკი ფუნქციონირებს გუდაურშიც, რომლის სიგრძე 5000 მეტრია. ბილიკები როგორც პროფესიონალი ისე მოყვარული ველომრბოლელებისთვისაა გათვლილი. ბაკურიანში ჩასულ დამსვენებლისთვის ამიერკავკასიაში პირველი სამთო-სათხილამურო კურორტების დამატებითი ატრაქციონი „ტობოგანი“ – ე.წ. მთის ციგაც იმუშავებს.

საქართველოს მთის კურორტებზე, ვიზიტორებში COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთის კურორტების განვითარების კომპანიამ შესაბამისი რეგულაციები შეიმუშავა. საბაგიროების დღის ბოლოს სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდება გონდოლაში (დახურული საბაგირო) 4 ადამიანი ჭადრაკისებური პრინციპით იქნება დაშვებული და მხოლოდ პირბადით. რაც შეეხება ღია სავარძლის ტიპის საბაგიროებს - 6-ადგილიან საბაგიროზე დაიშვება 3 ადამიანი, 4-ადგილიანზე კი 2 ადამიანი, ოჯახის შემთხვევაში პლიუს ბავშვი. მომხმარებლები ვალდებულები იქნებიან დაიცვან 2-მეტრიანი დისტანცია, სალაროსთან ანგარიშსწორების შემდეგ ხელები სადეზინფექციო ხსნარით, დაიმუშავონ, საბაგიროში შესვლამდე კი თერმო სკრინინგი გაიარონ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს პროკურატურა არჩილ მუსელიანცის განაჩენთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
პარლამენტთან, კამერების დენის წყაროს დაზიანებისთვის ბრალდებულ არჩილ მუსელიანცს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი ქადაგიშვილი: დაკავებული არიან პროპაგანდით, რომ გვრიტიშვილის, მურუსიძის და ა.შ. სასამართლოა, მაგრამ სინამდვილეში ობიექტური კვლევა აჩვენებს, რომ საქართველო მსოფლიო სასამართლო სისტემაში 36-ე ადგილს იკავებს და ევროპაში საუკეთესო ოცეულშია
ლევან მაჭავარიანი: ჩვენი მოქალაქეები ძალიან კარგად არჩევენ თეთრს და შავს და მათი აბსოლუტური უმრავლესობა კარგად იაზრებს იმას, რომ უაპელაციო ბრალდებები, რაც ევრობიუროკრატების მხრიდან მოდის, აბსოლუტურად არაფერს ეფუძნება ჭორაობის გარდა
ზაალ ანჯაფარიძე: ევროპული ინტიტიტუციების მიერ დადგენილი ინდიკატორების მიუხედავად, ევრობიუროკრატიას თვალები აქვს დახუჭული, ისევ გვიმტკიცებს, რომ მაინც ჩამოვრჩებით მათ ფავორიტებში აღმოჩენილ სომხეთს, მოლდოვასა და უკრაინას
არქივი