ვანო ჩხარტიშვილი - თიბისი ბანკი იყო ერთ-ერთი ძალიან სერიოზული ინსტიტუცია, პროკურატურის დანაშაულებრივი ქმედების გამტარი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
338 10 ივლისი 2020, 23:47

კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ თიბისი ბანკი იყო ერთ-ერთი ძალიან სერიოზული ინსტიტუცია, პროკურატურის კრიმინალური დანაშაულებრივი ქმედების გამტარი, - ეს განცხადება „რუსთავი2“-ის ეთერში ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა გააკეთა.

„მე არ ვამბობ, რომ ბატონ მამუკას უნდოდა ჩემი აქტივების წართმევა და ვერც წამართმევდა. უბრალოდ, ბანკი იქნა გამოყენებული ძალიან ბევრ საქმეში, არა მარტო ჩემ საქმეში, სამწუხაროდ, ისეთი ფაქტები არსებობს, რომელიც მაგალითად, პროკურატურაში ადამიანებს ციხეებში აწერინებდნენ ხელს და აღებინებდნენ კრედიტებს“, - აღნიშნა ჩხარტიშვილმა.

მისი თქმით, ის აქტივის დაბრუნებას და გამოსყიდვას დევნილობის დროსაც ცდილობდა.

„ჩვენ იმ პერიოდში, როდესაც დევნილი ვიყავი და ყველა ჩვენი სტრუქტურა, რომელიც იყო, იყო დაკეტილი, პირველ რიგში, ჩვენი აქტივის ღირებულება იყო 18 მილიონი საერთაშორისო აუდიტორების შეფასებით და ჩვენ მცდელობა გვქონდა რომ ეს აქტივი ჩვენი მეგობრების მეშვეობით, რადგანაც ჩვენ არ გვიშვებდნენ ამის აქტივის შესაძენად, მოგვეხდინა რომ აუქციონზე გავუსლიყავით, მაგრამ ეს ვერაფრით ვერ მოხერხდა, იმიტომ, რომ არ მიუშვეს საყიდლად. გადაწყვეტილი ჰქონდა გენერალურ პროკურატურას, რომ ეს უნდა მიეყიდა კონკრეტული პიროვნებისთვის, ჩვენ მზად ვიყავით, რომ ეს ჩვენი აქტივი გამოგვესყიდა და დაბრუნებულიყო ჩვენს საკუთრებაში, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ მოხდა“, - განაცხადა ვანო ჩხარტიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვლადიმერ პუტინი - კიევის ხელმძღვანელობა ტერორისტული აქტების ორგანიზებაზე გადავიდა, თან საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას და შეხვედრას ითხოვს უმაღლეს დონეზე - ვინ აწარმოებს მოლაპარაკებებს ტერორისტებთან?
იტალიის პარლამენტის ზედა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულად აცხადებს გზების ბლოკირებასა და საზოგადოებრივი ქონების დაზიანებას
პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებას მშვიდობა არ სჭირდება
გურამ მაჭარაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ეს რეზოლუცია თუ ნებისმიერი განცხადება უცხოეთიდან იმაზე მეტყველებს, რომ ეს ხალხი ვითომ პოლიტიკოსებად და „ენჯეოშნიკებად“ წოდებულები ჩამოკიდებული არიან მათ უცხოელ პატრონებზე
უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტა ორივე ქვეყნის ლიდერების შეხვედრამდე
არქივი