ნათელაშვილის მოთხოვნა - შეუჩერდეთ ჭიდაობის, რაგბისა და ფეხბურთის ფედერაციებს მსოფლიო ფედერაციებში წევრობის უფლება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
339 11 ივლისი 2020, 14:20
„ლეიბორისტული პარტიის“ მოთხოვნაა, ჭიდაობის, რაგბისა და ფეხბურთის ფედერაციებს მსოფლიო ფედერაციებში წევრობის უფლება შეუჩერდეთ. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.


„მათ შეუჩერდეს მსოფლიო ფედერაციებში ხმის და წევრობის უფლება, ვიდრე არ გაიწმინდა ეს კლასტერი მოძალადე მკვლელებისაგან და პოლიტიკოსი მტაცებელი სპორტსმენებისგან“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მისივე თქმით, დაუშვებელია, რომ ანზორ ჩუბინიძე, კახა კალაძე და ლევან კობიაშვილი თანამდებობებზე იმყოფებოდნენ.

„ვიმეორებ, დაუშვებელია ჩუბინიძის ყოფნა სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსად, რომელიც   კარატის ფედერაციის პრეზიდენტი ყოფილა და დათხარა ბავშვებს თვალები. დაუშვებელია, ასევე კალაძის მერობა, რომელიც არის ზონდერების უფროსი, პრაქტიკულად, მას ევალება სპორტსმენებისა და მოძალადეების კურირება. დაუშვებელია ლევან კობიაშვილის დეპუტატობა“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა
თინა ბოკუჩავა - მართლაც ტროლად და ჯამბაზად ქცეულ გახარიას მივმართავ, თქვენი ფრაქციის წევრები ემალებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, რათა მსვლელობა არ მიეცეს იმპიჩმენტს დავით რაზმაძის წინააღმდეგ
პრემიერ-მინისტრი მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
დიმიტრი ხუნდაძე: ყველა სარეიტინგო კვლევაში საქართველო მოწინავე პოზიციებზეა, თუმცა ფსევდოლიბერალების მიერ გაჟღერებულ აღქმებში პირიქით არის, რაც მათი „სამართლიანობის“ ლუსტრაციაა
პრეზიდენტი: ლევან გაჩეჩილაძე საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო. სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ამ დიდი დანაკარგის გამო
არქივი