პროფესიული განათლების სტუდენტს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების შესაძლებლობა ექნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
203 13 ივლისი 2020, 19:20

პროფესიული განათლების სტუდენტს შესაძლებლობა ექნება, სამხედრო სავალდებულო სამსახური გადაივადოს.

შესაბამისი ცვლილებები „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში შედის, მთავრობა კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს.

კანონპროექტით განისაზღვრება, რომ პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული პროფესიული სტუდენტისა და აპლიკანტის სტატუსის მქონე პირს გადაუვადდება სამხედრო სამსახური შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე.

ამასთან, ცვლილებებით კონკრეტდება, რომ გადავადება მოხდება მხოლოდ ერთხელ, ერთი პროგრამის ფარგლებში, რითაც მთავრობის მოსაზრებით, თავიდან იქნება არიდებული არაკეთილსინდისიერი ქმედებები და სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების მცდელობები.

მთავრობა განმარტავს, რომ პროფესიული განათლების სტუდენტი ვერ სარგებლობს ყველა იმ შეღავათით, რომლით სარგებლობის შესაძლებლობაც უმაღლესი განათლების საფეხურზე ჩარიცხულ სტუდენტებს ეძლევათ, ამ შეღავათებს შორისაა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება.

„პროფესიული განათლების შემთხვევაში, ზემოხსენებული მიდგომა, საკმაოდ დისკრიმინაციულია მაშინ, როდესაც პროფესიული განათლება გამოცხადებულია მთავრობის მიერ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება სხვადასხვა გარემოების არსებობისას, მათ შორის, თუ არის საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი – სწავლის დამთავრებამდე, უმაღლესი განათლების თითოეულ საფეხურზე; არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე – 20 წლის ასაკამდე; შესაბამისად, პროფესიული განათლების სტუდენტი, რომელიც ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ირიცხება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, არის 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქე, იძულებულია, გადაიხადოს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებისათვის დადგენილი მოსაკრებელი ან თუ სოციალური მდგომარეობის გამო ვერ მოახერხებს მოსაკრებლის გადახდას, შეიჩეროს პროფესიული სტუდენტის სტატუსი. ამდენად, განათლების სისტემისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს პროფესიული განათლების მიღმა დარჩენილი ის კატეგორია (18-27 წლის), რომელიც საწყის ეტაპზევე უარს ამბობს პროფესიული განათლების მიღებაზე, ვინაიდან წინასწარ იცის, რომ სწავლის დასრულებას ვერ შეძლებს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გამო“, – აღნიშნულია კანონპროექტში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება
კირ სტარმერი - ევროპელი ლიდერები და უკრაინის პრეზიდენტი თანხმდებიან, რომ რუსეთის პოზიცია სამშვიდობო მოლაპარაკებებში მიუღებელია
"როიტერი" - სტამბოლში რუსეთმა წამოაყენა მოთხოვნა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დატოვოს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიები
რომის პაპი უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ვატიკანში გამართვის ინიციატივით გამოვიდა
ირაკლი კობახიძე - გიორგი გახარია აპირებს გამოცხადებას, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და სხვა პარტიების მხრიდან ბულინგის ეშინია
არქივი