იაპონიაში, მეორე ძეგლი დაიწვა, რომელიც იუნესკოს ნუსხაშია შეტანილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
532 04 ნოემბერი 2019, 23:57
იაპონიაში, პრეფექტურა გიფუს სოფელ სირაკაევაში,  რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული ორ შენობას ხანძარი გააუჩნდა. პოლიციამ ხანძრის მიზეზების დადგენის მიზნით გამოძიება დაიწყო.

ესაა უნიკალური სოფელი  უნიკალური იაპონური შენობებით - ორსართულიანი სახლები მაღალი, სამკუთხა სახურავებით, რომლებიც ხავსითაა დაფარული და ტრადიციული იაპონური არქიტექტურით - გაშო-ზუკურის ("დაკეცილი იარაღი")   სტილით აგებული. BBC-ის ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთი შენობის ხავსის სახურავს გაუჩნდა და გადავიდა მეორე სახლზე. ხანძრის შედეგად არავინ დაზარალებულა. 


Reuters-ის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაზიანდა ორი შენობა და ზარალი მინიმალურია. იაპონური მედიის ცნობით, სოფელში, რომელიც ტურისტების საყვარელი ადგილია, სხვა შენობები არ დაზიანებულა. სოფელ სირაკავაში 55 ტრადიციული იაპონური სახლია შენარჩუნებული. 

31 ოქტომბერს იაპონიაში ხანძარმა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული შურიის ციხესიმაგრის მთავარი ნაგებობები სრულიად გაანადგურა.  შურიის ციხე-სიმაგრე  500 წლის წინ აშენდა, ის ტურისტთა ცნობილი და უსაყვარლესი ადგილია.  იაპონიის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარემ მომხდარს მთელი კაცობრიობის ტრაგედია უწოდა და პირობა დადო, რომ მას მალე აღადგენენ. 


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძემ ქართველ მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის პრესსპიკერის მხრიდან ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის ნაცვლად, „რუსულის“ იარლიყის მიკერების ტაქტიკის გამოყენება თავისთავად პასუხია ბევრ რამეზე
მიხეილ ყაველაშვილმა სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა
ელჩი აშშ-ში თამარ ტალიაშვილი: საქართველოს ხელისუფლება მზადაა, გადაიშალოს ახალი ფურცელი ჩვენს ურთიერთობებში და ის დაემყაროს ურთიერთსარგებელს, ჩვენი პარტნიორობა გახდეს მტკიცე და კიდევ უფრო გაძლიერდეს
თამარ ტალიაშვილმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელები გადასცა
არქივი