სავალდებულო სამხედრო სამსახური შესაძლოა, პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებსაც გადაუვადდეთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
312 20 ივლისი 2020, 09:13

სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა შესაძლოა, პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებსაც გადაუვადდეთ. აღნიშნული ცვლილება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში შედის. პროექტის ინიციატორი განათლების სამინისტროა.

საკანონმდებლო ცვლილებას პირველი მოსმენით დღეს განათლებისა და თავდაცვის კომიტეტებზე განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე წარადგენს.

მოქმედი ნორმის თანახმად, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადება მხოლოდ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს შეეძლო, რაც განათლების მინისტრის მოადგილის, თამარ ქიტიაშვილის განმარტებით, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს დისკრიმინაციულ პირობებში აყენებდა.

უწყებაში იმედი აქვთ, რომ კანონპროექტი უმრავლესობის მხარდაჭერასაც მოიპოვებს და მეცხრე მოწვევის პარლამენტი აღნიშნულ ინიციატივას დაამტკიცებს.

თამარ ქიტიაშვილის განცხადებით, პროფესიული განათლება ქვეყნისთვის პრიორიტეტია, ცვლილება კი პროფესიულ სასწავლებლებს მეტ მოქნილობას მისცემს, ახალგაზრდებს კი თვითრეალიზაციის მეტ შესაძლებლობას.

„ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლების უწყვეტი მიღების შესაძლებლობა, რომ სასკოლო საშუალო განათლების შემდგომ პირდაპირ შეძლონ გააგრძელონ სწავლა. ასეთ შესაძლებლობას ჯარის კანონი იძლეოდა მხოლოდ უმაღლესი განათლების მიმართულებით და მთავრობის ინიციატივის შესაბამისად, თუკი ეს კანონპროექტი შევა ძალაში, ეს შესაძლებლობა ასევე გავრცელდება პროფესიულ სასწავლებლებშიც. ვინაიდან პროფესიული კვალიფიკაციები და პროფესიული განათლება გახლავთ დღეს ჩვენი ეკონომიკისა და შრომის ბაზრის პრიორიტეტი, რადგანაც მოთხოვნადი პროფესიების უმეტესობა სწორედ პროფესიულ კვალიფიკაციას მოითხოვს და უკავშირდება, აქედან გამომდინარე ეს შესაძლებლობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდების თვითრეალიზაციისა და წარმატებისთვის. სწორედ ამიტომ მოხდა ამ კანონპროექტის ინიცირება“, – განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა.

მისი თქმით, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადება კანონპროექტის მიხედვით შესაძლებელი იქნება ერთჯერადად, ერთი პროგრამის დასრულების ჩათვლით, რაც ორ წელს გრძელდება. ორი წლის შემდგომ კი ახალგაზრდები კვლავ შეძლებენ სამხედრო ვალდებულების მოხდას სახელმწიფოს წინაშე. კანონპროექტი, დამტკიცების შემთხვევაში, გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებას ითვალისწინებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პროექტი „ჯარის ბანაკი 2025“ დასრულდა
Axios: ტრამპისა და პუტინის სამიტის წინ ევროპელი, უკრაინელი და ამერიკელი ოფიციალური პირები ერთმანეთს დიდ ბრიტანეთში შეხვდებიან
The Wall Street Journal: პუტინი ამბობს, რომ ომს უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობის შემთხვევაში შეწყვეტს
მოვუწოდებთ უკრაინას, გამოიჩინოს ის ვალდებულება, შეასრულოს ის პასუხისმგებლობა, რაც ყველა სახელმწიფოს გააჩნია საკუთარი მოქალაქეების მიმართ
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტის შუამავლობით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შორის მიღწეულ ისტორიულ შეთანხმებას
არქივი