დღეს, მასწავლებლობის მსურველებისათვის გამოცდები დაიწყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
395 22 ივლისი 2020, 09:45

დღეს, მასწავლებლობის მსურველებისათვის გამოცდები დაიწყო და 30 ივლისს დასრულდება. წელს საგნობრივ გამოცდას 12 000-მდე პირი ჩააბარებს.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, დეტალური ინფორმაცია ტესტირების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ საგამოცდო ბარათზეა მითითებული.

მათივე ცნობით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მონაწილე დროულად გამოცხადდეს საგამოცდო ცენტრში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით. დაგვიანებული გამოცდაზე აღარ დაიშვება.

22 ივლისს მასწავლებლობის მსურველები გამოცდას აბარებენ შემდეგ საგნებში:

ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV);

ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური);

ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური);

მათემატიკა (დაწყებითი საფეხური).

ტესტირება დღის პირველ ნახევარში ჩატარდება. გამოსაცდელთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით 2020 წლის გამოცდებზე დაცულია ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც შეიმუშავა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.

მასწავლებლობის მსურველებისათვის საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებშია გახსნილი: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი.

ყველა საგამოცდო ცენტრში ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, რომლებიც აღჭურვილია პირველადი დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტებით. ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფიო გორგოძის განცხადებით, მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებზე უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურადაა დაცული.

„როგორც აბიტურიენტების გამოცდებზე, ამ შემთხვევაშიც უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურადაა დაცული. გამოცდები 30 ივლისს დასრულდება. ბოლო მონაცემებით, მასწავლებელთა გამოცდებზე 12 000 ადამიანი დარეგისტრირდა. აპლიკანტებს ტესტირების გასავლელად 5 საათი აქვთ“, - განაცხადა სოფიო გორგოძემ.

მისი თქმით, აპლიკანტებს უშუალოდ მუშაობის პროცესში შეუძლიათ ჩამოიწიონ ან მოიხსნან პირბადე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გამსახურდია პროკურატურის განცხადებაზე, რომ ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა, აცხადებს, რომ ყველაფერი დადოკუმენტირებული და იურიდიულად გამყარებულია
გიორგი კალანდარიშვილი: ვალდებული ვართ, რომ ჩვენი მაღალი ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე, საზოგადოებას ჰქონდეს მუდმივად ობიექტური და სწორი ინფორმაცია სხვადასხვა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
მეუფე შიო: უწმინდესი გახდა ჩვენთვის მაგალითი იმ თვისებებისა, რომლებიც არის წინასწარმეტყველთა მსახურების საფუძველი: ღვთისადმი ერთგულება, დიდი მოშურნეობა, ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვის და ქადაგების სიმამაცე და უშიშრობა
მნიშვნელოვანია, შვედეთის საელჩომ განმარტოს, არის თუ არა, შვედეთის პრემიერის მიერ დასახელებული ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების მოთხოვნა, შვედეთის ოფიციალური პოზიციის ნაწილი, კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით
მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს რიკი მარტინის, ელტონ ჯონისა და ნილ პატრიკ ჰარისის სპერმის უკანონო ყიდვაში ადანაშაულებენ
არქივი