ამირან გამყრელიძე - ბაზრობებზე დაწესდება სერიოზული მეთვალყურეობა და დარღვევებზე ჯარიმები იქნება გათვალისწინებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
348 22 ივლისი 2020, 13:35
სერიოზულად მკაცრდება მეთვალყურეობა ბაზრობებზე, რომ შესაბამისი პირობები ყველგან დაცული იყოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დაწესდება სერიოზული მეთვალყურეობა და დარღვევებზე ჯარიმებიც იქნება გათვალისწინებული.

„შესვლისას თერმოსკრინინგი; ყველა პირებადეებით; ყველა მაღაზიაში თუ დახლთან პირბადეებით მუშაობა; სოციალური დისტანცირება; ერთმანეთთან ახლოს არყოფნა და ხელების ხშირი დამუშავება სანიტაიზერებით – ეს აუცილებელია და ამაზე იქნება ძალიან სერიოზული მეთვალყურეობა, შესაბამისი ჯარიმებიც, შესაბამისი აღსრულებითი ღონისძიებები და ასე შემდეგ. ამის გარეშე, შედარებით მკაცრი ღონისძიებების გატარების გარეშე არის რისკი, რომ ინფექცია კიდევ უფრო გავრცელდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან ათი გარდაბნის მუნიციპალიტეტში დადასტურდა. 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
The Wall Street Journal: პუტინი ამბობს, რომ ომს უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობის შემთხვევაში შეწყვეტს
მოვუწოდებთ უკრაინას, გამოიჩინოს ის ვალდებულება, შეასრულოს ის პასუხისმგებლობა, რაც ყველა სახელმწიფოს გააჩნია საკუთარი მოქალაქეების მიმართ
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტის შუამავლობით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შორის მიღწეულ ისტორიულ შეთანხმებას
საგარეო უწყების წარმომადგენელი „დარიალზე“ მყოფი პირების გაყვანაზე: შევთავაზეთ სხვადასხვა მექანიზმი. ერთი იყო საჰაერო და მეორე - საზღვაო გზის გამოყენება. არც ერთ ამ შეთავაზებაზე უკრაინულ მხარეს ჯერ დადებითი პასუხი არ გაუცია
ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებულ სამშვიდობო დეკლარაციას მიესალმება
არქივი