მიხეილ რამიშვილი - ყველაზე დიდი ვერაგობა არის, როცა ინფორმაციები გაჟონავს და ყველა ამით თავს იზღვევს, რაც არ უნდა კითხვები დამისვათ, საქმეს ხელს ვერ შევუშლი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
399 24 ივლისი 2020, 23:56

 თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ქვემო ქართლის სამხარეო პოლიცია დატოვა. მისი თქმით, ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის მასალები მოცულობითია. 

„ძალიან დიდი მასალაა. საგამოძიებო ორგანოების მხრიდან გადაადგილებასთან დაკავშირებით გამოთხოვილი არის აბსოლუტურად ყველა ის მარშრუტი, რა გადაადგილებაც განახორციელა თამარ ბაჩალიაშვილმა თავისი მანქანით. ჩემი მოთხოვნაც არის, რომ პირველ რიგში, ეს ყველაფერი, ყველა მარშრუტი ჩემს მიერ იყოს გადამოწმებული. გარკვეულ ჩვენებებსაც გადავხედე, ეს გარკვეულწილად ქმნის ნელ-ნელა სურათს. რაც მთავარია, ჩემი მოთხოვნები, ექსპერტიზები აბსოლუტურად დეტალურად არის შეყვანილი, რაც უნდა ჩატარდეს და საკამოდ მოცულობითი ექსპერტიზების ჩამონათვალი არის, ყველაფერთან შემხებლობაში“, - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, არის ნიუანსები, რაზეც წინასწარ არ გასცემს პასუხს.

„მესმის საზოგადოების ინტერესი, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი პრიორიტეტი. თუ გვინდა, რომ სამართლიანობას მივაღწიოთ, თუ გვინდა, რომ ყველანი დაცულები ვიყოთ, ამ ქვეყანაზე დაუსჯელობის სინდრომმა აღარ იარსებოს, ვერაგულობას და უკანონობას ერთხელ და სამუდამოდ მოეღოს ბოლო, ვიცოდეთ ერთი რამ, ყველაზე დიდი ვერაგობა არის, როცა ინფორმაციები გაჟონავს და ყველა ამით თავს იზღვევს. მერწმუნეთ, ყველს გეცოდინებათ ის, რაც თქვენ ინტერესებსაც დააკმაყოფილებს. პირველ რიგში, სამართლიანობა აღდგება და დაუსჯელი არავინ დარჩება. საზოგადოებას ეცოდინება ინფორმაცია ზუსტად ისეთი, რომ ყველას ინტერესი იქნება დაკმაყოფილებული, მაგრამ არა იმ დოზით, რომ ამ საქმეს ხელი შეეშალოს. რაც არ უნდა კითხვები დამისვათ, საქმეს ხელს ვერ შევუშლი",- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მისივე თქმით, ექნება შეკითხვა საგამოძიებო ორგანოებთან, "ხუთი დღე როგორ მიმდინარეობდა ძებნა".

"კითხვის ნიშნები არასდროს არ ამოიწურება. კითხვის ნიშნები ყოველთვის იქნება, ვიდრე ობიექტური ჭეშმარიტება არ დადგინდება. ყველაფერი იქნება კარგად მაშინ, როცა ოჯახი სამართლიანობაში დარწმუნდება, როდესაც ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.

ენ რაოდენობით ადამიანები არიან დაკითხული, ენ რაოდენობა ნიუანსები მაქვს ნანახი, ენ რაოდენობის ადამიანების ჩვენებების თაობაზე მაქვს ინფორმაციები, რომელსაც პარალელურ რეჟიმში გადავამოწმებ",- განაცხადა ადვოკატმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პარლამენტთან, კამერების დენის წყაროს დაზიანებისთვის ბრალდებულ არჩილ მუსელიანცს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი ქადაგიშვილი: დაკავებული არიან პროპაგანდით, რომ გვრიტიშვილის, მურუსიძის და ა.შ. სასამართლოა, მაგრამ სინამდვილეში ობიექტური კვლევა აჩვენებს, რომ საქართველო მსოფლიო სასამართლო სისტემაში 36-ე ადგილს იკავებს და ევროპაში საუკეთესო ოცეულშია
ლევან მაჭავარიანი: ჩვენი მოქალაქეები ძალიან კარგად არჩევენ თეთრს და შავს და მათი აბსოლუტური უმრავლესობა კარგად იაზრებს იმას, რომ უაპელაციო ბრალდებები, რაც ევრობიუროკრატების მხრიდან მოდის, აბსოლუტურად არაფერს ეფუძნება ჭორაობის გარდა
ზაალ ანჯაფარიძე: ევროპული ინტიტიტუციების მიერ დადგენილი ინდიკატორების მიუხედავად, ევრობიუროკრატიას თვალები აქვს დახუჭული, ისევ გვიმტკიცებს, რომ მაინც ჩამოვრჩებით მათ ფავორიტებში აღმოჩენილ სომხეთს, მოლდოვასა და უკრაინას
გიორგი ცუცქირიძე: სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხზე რამდენად სუბიექტურია ოპოზიციის შეფასებები, თავად ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს - სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსით, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა!
არქივი