
დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეტ II-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უარი თქვას ნატურალური ბეწვის ტანსაცმელსა და აქსესუარებზე.
„თუ დედოფალს მოუწევს ღონისძიებაზე წასვლა, რა დროსაც ძალზე ცივა, ის ჩაიცმევს ხელოვნური ბეწვისგან დამზადებულ ტანსაცმელს“, - განაცხადა დედოფლის პირადმა დიზაინერმა ანჯელა კელიმ.
ბუკინგემის სასახლის პრესსპიკერმა დაადასტურა, რომ დედოფლისთვის საჭიროების შემთხვევაში შეიკერება ხელოვნური ბეწვის ტანსაცმელი.
დედოფალი არა ერთხელ გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ის იყენებდა ბეწვის ტანსაცმელსა და აქსესუარებს, იმ დროს, როცა მოდის სახლებმა უარი თქვეს ნატურალური ბეწსვის გამოყენებაზე.
დედოფლის გადაწყვეტილებას, ბეწვის ტანსაცმელზე უარის თქმის შესახებ დადებითად შეხვდნენ ცხოველთა უფლებების დამცველები.
მოდის იტალიურმა სახლმა Gucci-მ ცხოველების ბეწვის გამოყენებაზე 2017 წელს თქვა უარი. 2018 წელს ლონდონის მოდის კვირეული გახდა პირველი მსხვილი ღონისძიება მოდის სამყაროში, როცა ჩვენებებზე არ იყო წარმოდგენლი ნატურალური ბეწვის ნაწარმი.
ნატურალური ბეწვის გამოყენებაზე უარი წელს განაცხადეს ისეთმა მოდის გიგანტებმა, როგირიცაა - Prada, Calvin Klein, Stella McCartney, Vivienne Westwood, Tommy Hilfiger, Versace, Armani и Hugo Boss.
ცოტა ხნის წინ უმსხვილესმა ამერიკულმა საცალო ვაჭრობის გიგანტმა Macy's-მა განაცხადა, რომ დაიწყო და 2021 წლისთვის მათ ქსელში აღარ იქნება ბეწვის ნაწარმი.
მიმდინარე წლის ოქტომბერში კალიფორნია გახდა პირველი ამერიკული შტატი, რომელმაც უარი თქვა ნატურალური ბეწვეულის გაყიდვაზე.
დედოფალი ელიზაბეტ II არასდროს ამბობდა უარს ძვირფას ბეწვეულზე. ის ხშირად ჩნდებოდა სხვადასხვა ღონისძიებებზე ეფექტური, ლეოპარდის ტყავის პალტოთი, ხშირად დადიოდა თეატრში ბეწვის ქურქით, შლაპითა და სხვა აქსესუარებით.
ბეწვეულის მოტრფიალე არა, მაგრამ მისი მომხმარებელია პრინცესა კეთრინი, კემბრიჯის ჰერცოგინია, პრინც უილიამის მეუღლე. მის გარდერობში ძირითადად, ბეწვეულის ქუდებია. ჰერცოგინია Peruvian Connection-ის მომხმარებელია და მის გარდერობში ამ ბრენდის ბეწვეულის ფერადი ქუდები მრავლადაა.
კრიტიკის ობიექტი გახდა პრინც ჩარლზის მეუღლე კამილა პარკერ-ბოულზი, როცა ვარშავაში ვიზიტისას ეცვა ბეწვის პალტო. ამის შემდეგ, უკვე 10 წელია ის არსად გამოჩენილა ბეწვის სამოსით.
პრინც ჰარის მეუღლე, სასექსის ჰერცოგინია არასდროს ჩნდება საზოგადოებაში ნატურალი ბეწვის ტანსაცმლით, რის გამოც, მას „მოდის ვეგანს“ უწოდებენ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |