გარდაიცვალა ეპისკოპოსი იასონ წამალაიძე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
282 07 ნოემბერი 2019, 12:50
ეპისკოპოსი იასონ წამალაიძე დღეს დილით სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 50 წლის  ეპისკოპოსი მეტრომშენის დასახლებაში მდებარე ეკლესიაში მსახურობდა. 

გარდაცვალებასთან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯეჯრჯერობით უცნობია და შსს-მ საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გარდაცვლილის მამა - მარგვეთის ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავარი და სინოდის ყოფილი წევრი  ქრისტეფორე წამალაიძეა.  

ქრისტეფორე წამალაიძე, ქართული ეკლესიიდან განკვეთილია. მას სინოდთან დაპირისპირების გამო, 1995 წელს მღვდელმსახურების უფლება აეკრძალა და  წმინდა სინოდიდან გარიცხეს.  

ქრისტეფორე წამალაიძე ამჯამადაც აქტიურად  აკრიტიკებსსაპატრიარქოს, ის რამდენიმე დღის წინ მედიასთან საუბარში აცხადებდა, რომ საჭიროა, საერთო საეკლესიო კრებისა და არა სინოდის კრების მოწვევა, ეკლესიაში არსებული პრობლემების განსახილველად. მან დაადასტურა სინოდის წევრის, წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოს ზოსიმეს მიმართ ბრალდება სეექსუალურ შევიწროებაზე. სასულიერო აკადემიის სტუდენტის წერილი,  წლების წინ  გაიგზავნა მარგვეთის მაშინდელი ეპისკოპოსის ქრისტეფორე წამალაიძის სახელზე, ის, მაშინ ჯერ კიდევ მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრი იყო.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი