ლევან ნიკოლეიშვილი - ბიძინა ივანიშვილს ფულის ხარჯვით არ მოუპოვებია პოლიტიკური გავლენა და არც ამ გავლენის კონვერტაცია მოუხდენია ფულად ერთეულში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
360 01 აგვისტო 2020, 16:19
ბიძინა ივანიშვილს ფული საქართველოში არ უშოვნია, ის საქართველოში ფულს მხოლოდ ხარჯავს - ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ტვ „იმედის“ თოქშოუ „ღია ეთერს“ ეხმიანება.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი არც ერთ ეტაპზე არ განიხილავდა საქართველოს პირადი კაპიტალის შევსების წყაროდ, მას ფულის ხარჯვით არ მოუპოვებია პოლიტიკური გავლენა და არც ამ გავლენის კონვერტაცია მოუხდენია ფულად ერთეულში.

„პარასკევს ,,იმედზე“ ვიხილეთ გადაცემა ,,ღია ეთერი“, რომელშიც კარგად გაშუქდა ოლიგარქიის თემა. მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს უწოდებს ოლიგარქს, რაც ერთი ერთში იმეორებს ნაცების ნარატივს და მათ მთავარ ფორმულასაც: ,,დააბრალე სხვას ის, რასაც შენ თვითონ აშავებ“. ნებისმიერი ოლიგარქის ამოცანა არის მოხვეჭა, პოლიტიკაზე გავლენის მოხდენით მეტი ფულის შოვნა ანუ არსებული კაპიტალის გამრავლება. ზუსტად ამას აკეთებდა ან ცდილობდა, რომ გაეკეთებინა მამუკა ხაზარაძე მთელი თავისი ბიზნეს საქმიანობის განმავლობაში. მხოლოდ პოლიტიკური გავლენებით და შევარდნაძის თუ სააკაშვილის ხელისუფლებებთან ,,მეგობრობით“ ახერხებდა ის თავისი იმპერიის გაფართოებას ანუ შოულობდა უფრო და უფრო მეტ ფულს. სწორედ ეს არის ოლიგარქიული მოდელი. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, აქ სრულიად საპირისპირო სურათს ვხედავთ: ივანიშვილს ფული საქართველოში არ უშოვნია. ის საქართველოში ფულს მხოლოდ ხარჯავს. 

უფრო მეტიც, მას არც ამ ხარჯვით არ მოუპოვებია პოლიტიკური გავლენა და არც ამ გავლენის კონვერტაცია არ მოუხდენია ფულად ერთეულში. არც ერთ ეტაპზე ის არ განიხილავდა საქართველოს პირადი კაპიტალის შევსების წყაროდ. პირიქით ის განიხილავდა საქართველოს, როგორც მისი დაგროვილი კაპიტალის ხარჯვის ასპარეზად. აქ აღარ დავწერ სახელმწიფოსთვის არაერთგზის შეხიდების, კოლოსალური საქველმოქმედო პროექტების თუ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მასშტაბების შესახებ. ფინანსურად თუ შევხედავთ, ეს მხოლოდ ხარჯია! ხაზარაძის ოლიგარქიული ფილოსოფიით ალბათ ფუჭი ხარჯი, რომლიდანაც არც ერთი თეთრის მოგების პერსპექტივა მხარჯველს არ აქვს. იგრძენით განსხვავება მომხვეჭელობასა და მსახურებას შორის?!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ტულსი გაბარდის მიერ გასაჯაროებული მტკიცებულებების შესაფასებლად სპეციალური ჯგუფის შექმნა გამოაცხადა
ლობიზმი არის ქრთამის ლეგალიზებული ფორმა და კონკრეტული კონგრესმენებიც იღებდნენ ამ ქრთამს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისგან“, ვისაც ფულს აძლევენ იქ
გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე ამოქმედდა შეზღუდვები, რამაც დაასტაბილურა ჩვენი ქვეყანა, მეტი სიმშვიდეა იმ პირობებში, როდესაც ნაკლები დაფინანსება შემოდის ექსტრემიზმის მიმართულებით
მიხეილ ყაველაშვილი შეწყალებაზე: ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ მათ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თავიანთ ამომრჩეველს დაუმტკიცონ, რომ ღირსნი არიან, გაიმარჯვონ არჩევნებში
2019 წელს სალომე ზურაბიშვილს ერთი თვის ინტერვალით დაუსაქმეს ორივე შვილი Deep State-ის ჩარევით, ამის შემდეგ შეიცვალა ჯერ რიტორიკა, 2021 წელს სრულად გამოავლინა საკუთარი თავი და 2022 წელს პირდაპირ ჩაერთო ომის რიტორიკაში
არქივი