თბილისში, ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
557 02 აგვისტო 2020, 15:48

თბილისში, საკუთარ სახლში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი, ლევან თოფაძე დაჭრეს.  ბიზნესმენი ამბობს, რომ შემთხვევა დილით მოხდა, მის შვილიშვილს ოთხი ჭრილობა აქვს მიყენებული და ახლა ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში, უგონო მდგომარეობაშია.  

„დილის 5:00 საათზე დაჭრეს, სახლში შემოუვარდნენ ჩემს შვილს. ახლა მოვედი საავადმყოფოდან, ოპერაცია გაუკეთეს, ოთხი ჭრილობა აქვს მიყენებული და ჯერ უგონოდ არის. ჩემთან სახლში მე-4 სართულზე, ჩემი შვილიშვილის სტუმრები იყვნენ, გოგოებიც ჰყავდათ, ბიჭებიც, ქეიფობდნენ, შემოვარდა ის კაცი. მანამდე დაურეკა ერთ-ერთს, ქალს, რომელიც ჩვენთან იყო, რაღაც აინტერესებდა ეტყობა. ეს ადამიანი, ვინც ჩემი შვილიშვილი დაჭრა, არ იყო სტუმარი, დაურეკა ერთ-ერთ სტუმარს, ეს არისო მანდო? კი, ჩვენ ვართო და გამოვარდა, ეზოდან შემოვიდა. ამ პიროვნებას მგონი ჩემი შვილიშვილი შორიდან იცნობდა, მაგრამ იმას აინტერესებდა აქ სხვა, ქალბატონი აინტერესებდა, ამიტომ გააკეთა ეს ყველაფერი - არ ვიცი, ასე მეუბნებიან მაგის ნაცნობები და მეგობრები. სხვა არაფერი ვიცი, ვიცი, რომ ადრეც არაერთი კაცი დაუჭრია და პოლიციამაც იცის, რომ ასეთი უბედურებების გამკეთებელია“, - განაცხადა გოგი თოფაძემ.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ლევან თოფაძე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილმა დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით დაჭრილია ტავად ბუსა ჟვანიაც, რომელიც ასევე ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი