პროკურორი - სიცრუის დეტექტორს, როგორც საპროცესო მოქმედებას „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“ არ იცნობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
524 20 აგვისტო 2020, 18:07

სიცრუის დეტექტორი სამართლებრივად საქართველოში არ არსებობს, ის არ გამოყენებულა, როგორც საპროცესო მოქმედება და „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“ ასეთს არ იცნობს, - ასე უპასუხა გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა რამდენიმე ბრალდებული არასრულწლოვნის და მათი მშობლების მოთხოვნას, რომ „ტოიოტა ქამრიში” მჯდომი ყველა პირი სიცრუის დეტექტორზე დაიკითხოს.

„სიცრუის დეტექტორი საქართველოში სამართლებრივად არ არსებობს, დეტექტორი არ გამოყენებულა, ასეთ საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებას არ იცნობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ დაცვის მხარეს აქვს ამის გამოცდილება, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ ეს არის საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედება, შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, მათ შეუძლიათ, თავად ჩაატარონ ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც მოესურვებათ.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი როგორც ბრალდების მხარეს, ასევე დაცვის მხარეს ანიჭებს უფლებას, დამოუკიდებლად ჩაატაროს ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედება, ასევე შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს, იმ შემთვევაში, თუ თავად ვერ ატარებს ღონისძიებას. აქედან გამომდინარე, თუ შეესაბამება რეალობას, შეუძლიათ, თავდაც ჩაატარონ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ასეთი რამ სამართლებრივ რეალობაში არ არსებობს,” - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული სამი არასრულწლოვანი - ზ.ხ; ლ.შ. და ა.ქ. შიმშილობენ. მათი მოთხოვნაა, სიცრუის დეტექტორზე დაკითხონ, რათა „სიმართლე ამ გზით დადგინდეს“.  სიმშილობს ასევე, ს.ხ-ს მამა, რომლის ერთ-ერთი მოთხოვნაც სიცრუის დეტექტორის გამოყენებაა. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მეუფე შიო: უწმინდესი გახდა ჩვენთვის მაგალითი იმ თვისებებისა, რომლებიც არის წინასწარმეტყველთა მსახურების საფუძველი: ღვთისადმი ერთგულება, დიდი მოშურნეობა, ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვის და ქადაგების სიმამაცე და უშიშრობა
მნიშვნელოვანია, შვედეთის საელჩომ განმარტოს, არის თუ არა, შვედეთის პრემიერის მიერ დასახელებული ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების მოთხოვნა, შვედეთის ოფიციალური პოზიციის ნაწილი, კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით
მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს რიკი მარტინის, ელტონ ჯონისა და ნილ პატრიკ ჰარისის სპერმის უკანონო ყიდვაში ადანაშაულებენ
ირაკლი კობახიძე: 2016 წლიდან ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვერც ერთხელ ვერ შეძლეს საკუთარი გეგმების აღსრულება და ახლა კიდევ უფრო მეტად არიან დასუსტებული, დამხობაზე საუბარი არის ცარიელი მუშტების ქნევა ბრძოლის შემდეგ
უკრაინული მედია: უკრაინა უნგრეთიდან და სლოვაკეთიდან რუსული გაზის იმპორტს ზრდის
არქივი