გიორგი გახარია - ჩვენი მთავარი ამოცანა არის, ის რომ სამართლიანობის განცდა შევქმნათ და თითოეულმა ადამიანმა იცოდეს, რომ სახელმწიფო მისი პარტნიორია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1307 21 აგვისტო 2020, 14:23

"თეთრიწყარო უზარმაზარი კულტურული მემკვიდრეობის და ისტორიის მატარებელი კუთხეა, რომელსაც ტურისტული განვითარების პოტენციალი აქვს“, - განაცხადაპრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თეთრიწყაროში, ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოგი მეშველიანის წარდგენისას.

პრემიერის განცხადებით, სახელმწიფოს პირდაპირი ფუნქციაა თითოეულ მოქალაქეს თვითრეალიზაციისთვის აუცილებელი პირობები შეუქმნას.

„თეთრიწყარო მაგალითია იმის, თუ რამხელა პოტენციალი შეიძლება ჰქონდეს განვითარებისთვის ცალკეულ მუნიციპალიტეტს.

თეთრიწყარო გარდა იმისა, რომ ბარაქიანი მიწის მუნიციპალიტეტია, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, უზარმაზარი კულტურული მემკვიდრეობის და ისტორიის მატარებელი კუთხეა, რომელსაც უზარმაზარი ტურისტული განვითარების პოტენციალი აქვს.

უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, სახელმწიფოს პირდაპირი ფუნქცია და მოვალეობაა თითოეულ ადამიანს შეუქმნას პირობები იმისთვის, რომ მან შეძლოს თვითრეალიზება, ეფექტურად არჩინოს თავისი ოჯახი, მომავალი თაობა და ამით ჯერ ოჯახი გააძლიეროს, შემდეგ რეგიონი და საბოლოოდ, ქვეყანა“, - განაცხადა პრემიერმა.

„ქართველი ბავშვები ნიჭიერები არიან, მაგრამ როდესაც სახელმწიფო ჯერ კიდევ ვერ ახერხებს ერთი და იგივე დონის განათლება მიაწოდოს რეგიონებს, ეს არის ძალიან ცუდი და სწორედ ამიტომ დავიწყეთ განათლების რეფორმა“, -  განაცხადა გიორგი გახარიამ, მისივე თქმით, თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფო მისი პარტნიორია.

„ჩვენი მთავარი ამოცანა არის, ის რომ სამართლიანობის განცდა შევქმნათ და თითოეულმა ადამიანმა იცოდეს, რომ სახელმწიფო მისი მტერი კი არა, მისი პარტნიორია და სახელმწიფო ქმნის იმ გარემოს, რომ იმ ახალგაზრდას, რომელსაც აქვს ინიციატივა, არ ეშინია რისკის თავის თვაზე აღების, შეუძლია ნაბიჯი გადადგას და გახდეს მეწარმე. იმას ვინც გლეხია და უნდა, რომ გახდეს ფერმერი, მას უნდა მივეხმაროთ და ამაში უნდა იყოს სახელმწიფოს ძირითადი ფუნქცია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, სახელმწიფოს ძირითადი ფუნქცია უნდა იყოს სისტემური ინფრასტრუქტურის მიმართულება, როგორიც არის განათლების ინფრასტრუქტურა. „რომელმაც უნდა უზრუნველყოს ის, რომ 21-ე საუკუნეში, ჩვენი ნიჭიერი ბავშვები სხვა ქვეყნის შვილებთან ერთად კონკურენტუნარიანები იყვნენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცესკო: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასა და არჩევნების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდებები უსაფუძვლო იყო
ALDE არ არის საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია. ის არის პოლიტიკური ორგანიზაცია
26 ოქტომბრის არჩევნებზე: ისევ არის მცდელობა შენარჩუნდეს მუხტი
ცესკო 26 ოქტომბრის არჩევნებზე: არ წყდება ამ არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობა. ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული მხარე ცდილობს ამ თარიღს ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა მისცეს, საკუთარი პოლიტიკური აქტივობები სწორედ მის ირგვლივ ააგოს
ცესკომ არჩევნების შედეგები შეაჯამა
არქივი