ჩაქვში, კორონავირუსის ფაქტის დადასტურების გამო, სასტუმრო „ოაზისი“ ჩაიკეტება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
289 02 სექტემბერი 2020, 19:44
 ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ სასტუმრო „ოაზისში“ ეპიდემიოლოგიური კვლევა დაწყებულია და შედეგების მიხედვით მოხდება სასტუმროში მყოფი 400-მდე ექიმის კარანტინსა და თვითიზოლაციაში გადანაწილება.

მისივე განცხადებით, სასტუმრო „ოაზისში“ კონფერენციაზე მისი მოადგილის ჩასვლა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გადაიდო.

„დღესდღეობით მნიშვნელოვანი ვითარებაა სასტუმრო „ოაზისში“, სადაც არის 400-მდე ქართველი ექიმი, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან კონფერენციას ესწრებოდნენ, სადაც აუცილებლად უნდა ჩასულიყო ჩემი მოადგილე თამარ გაბუნია და ასევე, რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძე. ამ დროისათვის მიგვაჩნია, რომ მათი ვიზიტი უნდა გადაიდოს, ვინაიდან იცით, რომ სასტუმროში დაფიქსირდა ვირუსი.

გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ გარკვეული ვადით სასტუმრო „ოაზისი“ ჩაიკეტება, თუმცა ჩვენ ასევე მყისიერად მივიღეთ ზომები, რომ სასტუმროში დაიწყოს ეპიდემიოლოგიური კვლევა და ექიმების ტესტირება, რათა შესაბამისი პროტოკოლით მოხდეს ამით გადანაწილება თვითიზოლაციასა და კარანტინში “, - განაცხადა მინისტრმა.

 კონფერენციას 400-მდე ექიმი ესწრებოდა, ვირუსი დაუფიქსირდა ერთ-ერთ ექიმს, რომელიც „ავერსის“ ქსელის კლინიკიდან არის.

„თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ უკავშირდება ამ ეტაპზე „ავერსის“ კლინიკაში რაიმე ინფექციის გავრცელებას. ამ ეტაპისთვის წყარო არის დადგენილი, მაგრამ ჩვენ გამოკვლევა მყისიერად დავიწყეთ „ოაზისის“ სასტუმროში იმისთვის, რომ ვიცოდეთ თუ რა მასშტაბის იყო გადადება სასტუმროში“, - განაცხადა ეკა ტიკარაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი: ვაპირებ გადაწყვეტილების მიღებას - ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ანუ მასიური სანქციები, მასიური ტარიფები, ან არაფერს არ გავაკეთებთ და ვიტყვით, რომ ეს თქვენი ბრძოლაა
ვლადიმერ პუტინი - რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობები დაბალ დონეზეა, თუმცა თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მოსვლასთან ერთად გვირაბის ბოლოს სინათლე გამოიკვეთა
ლევან მაჭავარიანი: ნუ დაგავიწყდებათ, 2024 წლის არჩევნებამდე ლორა თორნტონმა გაიდლაინი გადასცა რადიკალურ ოპოზიციას, სადაც პირდაპირ გაწერილი იყო, თუ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა, როგორ უნდა მოეხდინათ საპროტესტო მუხტის აწევა
სპეციალური პენიტენციური სამსახური: სამსახურის ხელმძღვანელმა, ბეჟან ობგაიძემ დაკავებული თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა
POLITICO: ტრამპი მიიჩნევს, რომ ომის დასასრულებლად უკრაინას მოუწევს შეთანხმების მიღება, რომელიც დიდწილად რუსეთის პირობებზე იქნება დაფუძნებული
არქივი