ჩაქვში, სასტუმრო "ოაზისი" გაიხსნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
574 03 სექტემბერი 2020, 23:12

ჩაქვში, სასტუმრო "ოაზისის" ვიზიტორებსა და თანამშრომლებს ლაბორატორიული კვლევის შედეგად, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. ეპიდემიოლოგებმა ლაბორატორიული კვლევისთვის სასტუმრო "ოაზისში" 900-ზე მეტი ნიმუში აიღეს.

„სასტუმროში 940-მდე ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება, ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. სასტუმრო ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას და შეძლებს სტუმრების მიღებასა და გაშვებას. სასტუმრო დეზინფიცირებულია და ჩვეულებრივად რეგულაციების შესაბამისად განაგრძობს ფუნქციონირებას, ის ადამიანები, რომლებსაც ანალიზები აუღეს, ჩვეულებრივად თავისუფლები არიან, რადგან არანაირ რისკჯგუფში არ შედიან და არანაირი შემხებლობა არ ჰქონიათ ინფიცირებულთან“, - განაცხადეს სასტუმროში.

ცნობისთვის, 2 სექტემბერს სასტუმრო "ოაზისში“ ექიმს, რომელიც კონფერენციაზე იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა, რის შემდეგაც სასტუმროში შესაბამისი ღონისძიებები გატარდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი