238
12 ნოემბერი 2019, 11:53

"და მერე ჩვენ ვიცეკვეთ" გადამღებ ჯგუფს მგალობლებიც უჩივიან. ამის შესახებ დეკანიზმა გიორგი რაზმაძემ განაცხადა.
დეკანოზ გიორგი რაზმაძის განცხადებით, ქეთევან წამებულის ეკლესიის მგალობლებს "და მერე ჩვენ ვიცეკვეთ" გადამღებმა ჯგუფმა ფილმის თემატიკის შესახებ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.
დეკანოზის ინფორმაციით, მგალობლებს ზაფხულში დაურეკეს და ფილმის რეჟისორის ასისტენტმა მათ უთხრა, რომ ფილმი "ქალ-ვაჟურ სიყვარულზეა და ტრადიციებზეა დაფუძნებული".
მგალობლები შეთავაზებას დათანხმდნენ, თუმცა მხოლოდ პრემიერის შემდეგ გაიგე, თუ რა თემატიკის ფილმში იყო მათი გალობა გამოყენებული.
დეკანოზ გიორგი რაზმაძის თქმით, მგალობლები ფაქტის გამოძიებას და ფილმიდან ამ კონკრეტული ნაწილის ამოღებას ითხოვენ, სადაც მატი გალობაა გადაღებული.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |