"ლელომ" „ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია გამართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
289 13 სექტემბერი 2020, 19:28

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან „ლელო საქართველოსთის“ პარტიის წევრების და მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების თქმით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები „ლელოს“ წევრ ქალებს ემუქრებიან და პირადი ცხოვრებით აშანტაჟებენ.

მათი თქმით, ერთ-ერთი შემთხვევა რამდენიმე დღის წინ ზუგდიდიში მოხდა, როდესაც „ლელოს“ ორი აქტივისტის მისამართით მუქარა განხორციელდა. ასევე, „ლელოს“ წარმომადგენლების განცხადებით, მათ სოციალურად დაუცველ აქტივისტებს ემუქრებიან, რომ ისინი უფასო სასადილოებით  ვერ ისარგებლებენ.

„ლელო საქართველოსთვის“ ორი ქალი წევრი, ქალაქ ზუდგიდში, პირადი ცხოვრებით შანტაჟის მსხვერპლი გახდა. „ქართული ოცნების“ ოფისის წინ ვმართავთ სოლიდარობის აქციას, ეს არის ზეპარტიული აქცია, არ არ საუბარი მხოლოდ „ლელოს“ წევრების მხარდაჭერაზე. ჩვენთვის მოუღებელია ისეთი ბინძური მეთოდები, რომელიც სამწუხაროდ, მანკიერი პრაქტიკაა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ხელში. ოქტომბერში ხელისუფლებასთან ერთად დასრულდება ამ ქვეყანაში ძალადობა და შანტაჟი. მოვუწოდებ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და პირველ რიგში, აშშ-ის ელჩს, მიაქციოს ყურადღება თუ რა პირობებში მიმდინარეობს ქვეყანაში საარჩევნო პროცესი“, – განაცხადა  “ლელო საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრმა დეა მეტრეველმა.

ა 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რევოლუცია არ მოხდება, კარგად გვამეცადინეს, შემოტევებს გავუძელით, არ დარჩა სახელმწიფო, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ არ იბრძოდა, მაგრამ მაგრად დავდექით, რადგან მართლები ვართ
პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბერს რევოლუციას აანონსებს და იქვე ამბობს, 3 ოქტომბერს "ოცნება" წავაო - კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რას ამბობენ და რას აკეთებენ, თვითონაც არ იციან
სერბეთის პრეზიდენტი: სერბეთი ევროპული კურსიდან გადახვევას არ აპირებს
ოპოზიციის აქციაზე: გლობალური ომის პარტია ამზადებს თავის აგენტურას არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის
საქსტატი: წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 000 შეადგინა, საიდანაც 2 078 000 ქალია, ხოლო 1 836 000 - კაცი
არქივი